LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა…შვილი არავის უნდა უკვდებოდეს, ეს ტრაგედიაც არა, დედამიწის ამობრუნებაა”

213
BeFunky-collage (5)

ბექა პატურაშვილის შვილის, პატარა ალექსის გადარჩენა ექიმების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

ბექას, ნატალიას და ალექსის ყველა გულშემატკივარს სოციალურ ქსელში კოლეგები, ნაცნობი და უცნობი ადამიანები უსამძიმრებენ.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქოს ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა. რომ გვეფიქრებოდა, რომ გვედარდებოდა, რომ გვეჩვენიანებოდა.

ჟურ­ნა­ლისტ ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა

1 წლის ალექ­სი პა­ტუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ალექ­სის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღვიძლზე სიმ­სივ­ნუ­რი წა­ნა­ზარ­დი აღ­მო­აჩ­ნდა. ალექსი პატურაშვილი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს პატარა ალექსის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს, ჩვენს კოლეგას, ბექასა და მის მეუღლეს.

ბოლო კვირებში, თითქოს ჩვევადაც მექცა, ყოველ დილით იმ ჯგუფში შემეხედა, სადაც მასზე წერდნენ, ფოტოებს დებდნენ, კითხულობდნენ, გულშემატკივრობდნენ, ამხნევებდნენ.

თითქოს ყველამ დავიჯერეთ და ერთმანეთიც დავაჯერეთ, რომ სასწაულები ხდება. ერთმანეთიც არ გვემეტებოდა ასეთი დასასრულისთვის.

ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, შვილი არავის უნდა უკვდებოდეს. ეს ტრაგედიაც არა, დედამიწის ამობრუნებაა.”- წერს მიშა ფეიქრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები