LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას შეიძლება არ შეხვდეს: COVID 19-ის ვაქცინა – ვინ მიიღებს მას პირველად?

245
iStock-1218961180-d-850

ფარმაცევტული ინდუსტრია არა მხოლოდ ბევრს მუშაობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, არამედ ყველაფერს აკეთებს ბიზნესის დასაცავად სასამართლო პროცესის შემთხვევაში.

ფარმაცევტული კომპანიის შესაბამისი დებულებები ხელშეკრულებებში შედის, რომლებზეც ევროკომისიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ევროკომისიის წარმომადგენელი ვივიან ლუნელა:
“ჩვენ ინტერესშია, ვაქცინის რაც შეიძლება მალე მიღება. ამის გამო, ხელშეკრულებებში მწარმოებლების გარკვეული ვალდებულებების კომპენსაციისთვის პუნქტები შევიტანეთ”.

ფარმაცევტული სექტორის განცხადებით, ხანგრძლივი სამართალწარმოების თავიდან აცილება პაციენტების ინტერესშია.

ფარმაცევტული საწარმოების ევროპული ფედერაციის წარმომადგენელი ენდი პაური-სმიტის თქმით: “მთავრობებს შეუძლიათ ფონდი შექმნან და მართონ. კონკრეტულ ვაქცინაზე ნეგატიური რეაქციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ამ სახსრებს სწრაფად მიიღებენ.”

ექსპერტები გმობენ გამჭვირვალობის ნაკლებობას და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იმის ცოდნა თუ რა მუხლებია მოცემული კონტრაქტებში. ახალი ვაქცინის სანდოობას საფრთხე ემუქრება.

ამასობაში, ევროკომისია წევრი ქვეყნების სახელით, ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიზანი ვაქცინის უკეთესი პირობებით შეძენაა.

AstraZeneca-სთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება 300 მილიონი დოზის შესაძენად. წინასწარი შეთანხმება გაფორმებულია კიდევ ოთხ ფარმაცევტულ კომპანიასთან (Sanofi-GSK, Johnson and Johnson, Curevac და Moderna).

წევრ სახელმწიფოებს, სავარაუდოდ, მიეცემათ მთელი რიგი დოზები მათი მოსახლეობის პროპორციულობის შესაბამისად. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ რბოლას ყველა ვერ მოიგებს.

ევროკომისია ცდილობს, საერთაშორისო COVAX ინიციატივის დაფინანსებით, ყველა ქვეყნისთვის COVID-19 ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g