LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის – გოგი თოფაძე

321
გოგი-თოფაძე-1-960x569-1

ბიზნესმენი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მას ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან ჩადენილზე პასუხი უნდა აგოს.

“მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები