რა თქმა უნდა, შოპინგი ყველას ძალიან უყვარს, თუმცა წამიერი კმაყოფილება, რომელიც მოდური სამოსის ან ძვირფასი საიუველირო ნაკეთობის შეძენის შემდეგ ეუფლება ადამიანს, სინამდვილეში მხოლოდ ნივთებზე დამოკიდებულებაა და არა რეალური სიამოვნება.

ბევრად ფასეულია თავგადასავალი, მოგზაურობით შეძენილი შთაბეჭდილება, რადგან ნივთები ცვდება და ძველდება, მოგონება კი, არსად ქრება და სამუდამოდ ადამიანის მეხსიერებაში რჩება. სხვათაშორის, სწორედ მოგონებები განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და ცხოვრებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველაზე ბედნიერად ისინი ითვლებიან, ვინც არჩევანი შოპინგსა და თავგადასავლებს შორის, სწორედ მეორეს სასარგებლოდ გააკეთა და ინვესტიცია იმ პოზიტიურ ემოციებში ჩადო, რომლის ფულით შეძენა უბრალოდ შეუძლებელია.

იგივე მოსაზრება დაადასტურა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, როცა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოწყობილი ექსპერიმენტის მონაწილეებს შეკითხვით, „რა უფრო მნიშვნელოვანია, მოგზაურობა თუ ძვირფასი შენაძენი”, შოპინგამდე და საყიდლების გაკეთების შემდეგ მიმართა და აღმოაჩინა, რომ იმ, უმცირესობამაც კი, ვინც თავიდან ძვირფას ნივთებს მიანიჭა უპირატესობა, შოპინგის შემდეგ აზრი შეიცვალა და სამომავლოდ ფინანსების დაბანდება მოგზაურობაში გადაწყვიტა.

 

 

მსგავსი თემები