LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე დიდი კატასტროფა რესურსების არასწორად განთავსებაა”: რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკა ტურიზმზე აღარ იყოს “ჩამოკიდებული”

150
Screenshot-1-5-620x327

კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები შექმნა ყველა მიმართულებით და ამასთან, უფრო მეტად გამოაჩინა ის სუსტი მხარეები, რაც საქართველოს ეკონომიკას აქვს.

ექსპერტები და ანალიტიკოსები „ფორტუნასთან“ ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ ვითარებას, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმიდან შემოსულ თანხებზე.

ასე ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკა პირდაპირ ტურზმზეა „ჩამოკიდებული“.

დღეს კი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურიზმის კოლაფსმა გაზარდა უმუშევრობა, დაეცა შემოსავლები, შემცირდა მთლიანი შიდა მოთხოვნდა და ა.შ

„ბიზნესკურიერი“ თემასთან დაკავშირებით ანალიტიკოსს, პროფესორ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

როგორც დემურ გიორხელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა არასწორი გეზით ვითარდება.

„ძალიან მარტივია, ნებისმიერი გონიერი ქვეყანა ავითარებს ყველა იმ რესურსს, რომელიც მათ ხელთ აქვთ.

ისინი ცდილობენ, რომ არამარტო მაქსიმალურად ეფექტურად განავითარონ ეს რესურსები, არამედ ეფექტურად გამოიყენონ.

საქმე ისაა, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი არ ხდება, ყველაზე დიდი კატასტროფა რაც მოხდა, ეს არის რესურსების არასწორად განთავსება. ფაქტობრივად, მარტო თბილისშია ყველაფერი კონცენტრირებული.

რაც შეეხება სტრატეგიას, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, ე.წ დრაივერი რომ უნდა ყოფილიყო ტურიზმი, ეს იყო აბსოლიტურად პროფესიული თვალსაზრისით ძალზედ დილენტანტური და მცდარი გადაწყვეტილება.

დემურ გიორხელიძემ „ბიზნესკურიერს“ განუმარტა, რომ ტურიზმი ეკონომიკის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სექტორია და არა ფუძე-სექტორი.

„ჩვენ მართლაც რომ ზღაპრული ქვეყანა გვაქვს, უბრალოდ არ უვლის მას მთავრობა. მთავარი რაც არის და რაც მთავრობამ დღესაც არ იცის არის ის, რომ ეკონომიკის მიზანია მაღალი დამატებული ღირებულების შექმნა. ტურიზმი კი არ წარმოადგენს ასეთ სფეროს და მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა ტურიზმის ხარჯზე.

რის ხარჯზე ვითარდებიან? ეკონომიკურმა თეორიებმა, უდიდესმა ინტელექტუალებმა, ბოლო 30 წელი ფანტასტიურად დიდი სამუშაო გასწიეს და ფაქტობრივად დალაგებულია ეს საკითხი…

რატომ არის ერთი ქვეყანა ღარიბი და რატომ არის მეორე ქვეყანა მდიდარი?

იქ, სადაც შიდა პროცესი არ მიდის ცოდნის დაგროვებისა, სადაც ჩვეულებრივ პროდუქციასთან (ანუ როგორც ინგლისელები ამბობენ-goods), არ იწარმოება ცოდნა და ცოდნა არ წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელზეც კეთდება მთელი აქცენტი, იქ არასდროს არაფერი განვითარდება.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული ეკონომიკა ვითარდება ილუზიებშია. იგი ფაქტობრივად ტკეპნის ერთ ადგილს, მიზერულია მისი ზრდა, ისიც 17-მილიარდიანი ეკონომიკისა, ანუ რომ შევარადოთ 1 საშუალო ამერიკული ფირმის საბაზრო ღირებულებას უდრის, მოდით ასე ვთქვათ.

დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა ორიენტირდეს იმ რესურსებზე, რაც აქვს.

„უნდა გადაერთოს ეკონომიკა იმაზე რისი რესურსიც აქვს. დიდი პონტენციალია გადამამუშავებელ მრეწველობაში, ადამიანურ კაპიტალში, რომელიც ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ და ფაქტობრივად ადამიანური კაპიტალის დაგროვებისთვის არანაირი სტიმულები არ არსებობს, ცოდნაზე ლაპარაკი აღარ არის, ჩვენ უარი ვთქვით მეცნიერებაზე და ასე გვგონია ბორდელებით, კაზინოებითა და ტურისტებით შეიძლება ქვეყნის შენარჩუნება და მისი განვითარება.

მატერიალური, ადამანური, ფინანსური-სამივე ეს რესურსი გვაქვს ქვეყანაში და ცუდად გამოიყენება.

როცა 8 მილიარდი ლარი ბანკებშია დეპოზიტებზე და არ მიდის ეკონომიკაში, გამოდის მერე ვიღაც დილეტანტი მაღალჩინოსანი და ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთო, ის უბრალოდ აზრზე არ არის რაზე საუბრობს.

„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ ეკონომიკის გადართვა ეროვნულ წარმოებაზე, რა ნაბიჯებით უნდა დაიწყოს საქართველომ ეს პროცესი…

დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ ყველაზე სწრაფ შედეგს მოგვცემს სოფლის მეურნეობის განვითარება.

„სოფლის მეურნეობა იძლევა სტრატეგიულ პროდუქციას, რომელიც განსაკუთარებით მნიშვნელოვანია, ეს არის სასიცოცხლო პირველადი პროდუქტები.

გიორხელიძის შეფასებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აგრარული ქვეყანა უნდა გახდეს. ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს ნიდერლანდები.

„ნიდერლანდები სუპერგანვითარებული ქვეყანაა, რომელსაც ჩვენზე ნაკლები ბუნებრივი პოტენციალი აქვს, მაგრამ 100 მილიარდ ევროს იღებს სოფლის მეურნეობიდან.

ვინმეს შეუძლია თქვას, რომ აგრარული ქვეყანაა?

ჩვენ სოფლის მეურნეობა და წარმოება ჩავთვალეთ საბჭოთა გადმონაშთად და ბორდელები და კაზინოები ჩავთვალეთ დასავლურ ორიენტირად, აი ამაშია სწორედ აზროვნების სიმახინჯე,“-განაცხადა დემურ გიორხელიძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g