LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – მთავრობის ვალი შემცირებულია, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა

128
ღარიბა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ვალსა და ეკონომიკური პროცესების ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება:

„მთავრობის ვალი შემცირებულია. მინდა ყველას შევახსენო, რომ თუკი ორი წლის წინ ის მშპ-სთან მიმართებით 60%-ზე მეტს შეადგენდა, დღეს აქტიური ნაბიჯების წყალობით, თითქმის 38%-ზეა ჩამოსული. სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. სახელმწიფო რეზერვებმა 5,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელიწადში კომერციულ ბანკებში განთავსებული ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები თითქმის გაათმაგებულია. თუკი კომერციული ბანკების აქტივები 2012 წელს 14 მილირად ლარს შეადგენდა, დღეს – 70 მილარდზე მეტია. ეს, რა თქმა უნდა, რომ სულ სხვა ეკონომიკაა“.

პრემიერის თქმით, ასეთი შედეგი მმართველი პარტიის დამსახურებაა:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში ჩვენთან არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. ყველას შევახსენებ, 3 წლის წინ დეფოლტზე იყოს საუბარი. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.

პოპულალურები