LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა

121
ღარიბა

დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ის დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა.

„როგორც იცით, წლევანდელი ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ, ის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ვაკორექტირებთ მას და 500-ზე მეტი მილიონი ლარით ვზრდით. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით, მათ შორის, სკოლების რეაბილიტაციის; გავზარდეთ სოციალური დახმარებები – საუბარია, ნახევარ მილიარდზე მეტ ლარზე; ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა, საჯარო მოხელეებს კი – 30%-იანი. ასევე, დავაფინანსებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის პროექტებს. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, ისინი უმაღლესი დონის კლინიკებში გაიგზავნებიან. ამას პირადად მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს, ასევე, მივმართავთ შინაგან საქმეთა, განათლების, ეკონომიკის, თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზეც:

„რამდენიმე შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან. ბიუჯეტის პირველი ვერსიები ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ და თვის ბოლოს, დაახლოებით 29 სექტემბერს პარლამენტს პირველ ვერსიას წარვუდგენთ. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში პარლამენტს განახლებულ ვერსიას, ნოემბერში კი მესამე ვერსიას წარვუდგენთ“.