LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ თხილს გერმანია და იტალია ყიდულობს

60
nuts-582dae1a477ea

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 7 007 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 348 ტონით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 145 ტონა), იტალიაში (1 307 ტონა), ჩეხეთში (404 ტონა), პოლონეთში (254 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (182 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (66 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: რუსეთი (376 ტონა), სომხეთი (356 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (148 ტონა), კანადა (89 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები