LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო! მშობელი ბავშვს სჯის, არ სჯის, ეფერება თუ არ ეფერება, ამას მექანიკურად აკეთებს“ – თამარ გაგოშიძე

253
tamargagoshidze203345

ნეიროფსიქლოგმა თამარ გაგოშიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მშობლის როლზე ბავშთან ურთიერრთობისას. მისი თქმით, თანამედროვე მშობლის მთავარი პრობლემა დროის დეფიციტია:

„პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა. ამის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს. ჩემთვის ბევრ მშობელს უთქვამს, რომ მხოლოდ მეორე ან მესამე ბავშვზე აღმოაჩინა სულ სხვანაირი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. პასუხისმგებლობა, ცხადია, იმასაც ნიშნავს, რომ ბავშვს ფიზიკური გარემო, ფიზიკური პირობები, სხვა სოციალური პირობები შევუქმნათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ​ეს არ არის საკმარისი ბავშვის აღსაზრდელად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე მშობლებს აკლიათ, არის დრო. მათ დრო აკლიათ ტექნოლოგიების, დაჩქარებული, ცვალებადი გარემოს გამო.

შფოთვა აქვს მშობელს, იმიტომ, რომ არ იცის ხვალ რა იქნება.​ იმის გამო, რომ მშობელს დრო არ აქვს, ის ვერ უყურებს, ვერ იგებს თავისი შვილის საჭიროებებს. მშობელი ბავშვს სჯის, არ სჯის, ეფერება თუ არ ეფერება, ამას მექანიკურად აკეთებს. როგორც გული ეუბნება, როგორ ხასიათზეც არის, როგორ მდგომარეობაშიც მოვიდა სახლში იმ მდგომარეობიდან გამომდინარე იქცევა ასე… ბავშვები ვერ იტანენ ცვალებად გარემოს. ბავშვებს სჭირდებათ კონსისტენტური, თანმიმდევრული, წინასწარმეტყველებადი გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აქვთ მაღალი შფოთვა. მათ ეწყებათ ძალიან სერიოზული პრობლემები. ​იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ კარგად, მათი კეთილდღეობა იყოს ბევრად უკეთესი, მშობლების კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება მეუბნება იმას, რომ ჩემი ფოკუსი აღარ არის სწორი ფოკუსი ბავშვებზე. ჩვენ ახლა ფოკუსი უნდა გადავიტანოთ მშობლებზე. მშობლები ბევრად უფრო მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას, დახმარებას, სერიოზულ ღონისძიებებს თუნდაც სამუშაო გარემოში. მშობლებს უნდა ჰქონდეთ ერთი საათი მაინც კვირაში თავისთვის და თავისი შვილებისთვის“,- ამბობს გაგოშიძე რადიო „იმედთან“ ინტრევიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები