LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მოდური ფილმები პოლიტიკოს ქალბატონებზე

ladys

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი სერიალის „ბანქოს სახლი“ მეექვსე სეზონმა აიღო სტარტი. ტელენოველა მაყურებელს თეთრი სახლის ცხოვრებაზე მოუთხრობს, მთავარი გმირი კი, ფრენსის ანდერვუდის მეუღლე – კლერია, რომელიც თანამედროვე „რკინის ლედის“ განსახიერებად იქცა. რა თქმა უნდა, ძლიერი ქალის თემით კინორეჟისორებიც ხშირად ინტერესდებიან და წარმატებით გადააქვთ ეკრანზე იმ ქალბატონების ისტორიები, ვინც მილიონობით ადამიანის ბედი შეცვალა.

„ევიტა“ (Evita, 1996) – ალან პარკერის მუსიკალურ დრამას არგენტინის პირველი ლედის და სახალხო გმირის ევა პერონის ბიოგრაფია დაედო საფუძვლად, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად იქცა და არგენტინელების დიდი ნაწილის სიყვარულიც დაიმსახურა. მადონამ, რომელმაც ფილმში მთავარი როლი შეასრულა და საკუთარი პერსონაჟი 85 განსხვავებული კოსტუმით და 39 თავსაბურავით, 45 წყვილი ფეხსაცმლით და 56 განსხვავებული სამშვენისით წარმოადგინა, ახალი კინორეკორდი დაამყარა.

„დედოფალი“ (The Queen, 2006) – სტივენ ფრირზის ბიოგრაფიოული დრამა ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეტ მეორეს მიეძღვნა, რომელმაც გასული საუკუნის ბოლოს ჯერ პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილი განიცადა მტკივნეულად, მერე კრიზისი, რომელიც სერიოზული საფრთხით დაემუქრა მის გვირგვინსა და პრივილეგიებს. 2007 წელს ფილმმა „ოსკარის“ ნომინაცია მოიპოვა „საუკეთესო კოსტუმების“ კატეგორიაში, ჰელენ მირენმა კი, კინოაკადემიის პრემია მთავარი როლის შსრულებისთვის დაიმსახურა.

„რკინის ლედი“ (The Iron Lady, 2011) – მარგარეტ ტეტჩერის ისტორია, რომელიც პირველი ქალი გახდა, ვინც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა ითავა, 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კი, მტკიცე ხასიათის წყალობით „რკინის ლედის“ სახელი დაიმსახურა, მაყურებელს ფილიდა ლოიდმა მოუთხრო ბიოგრაფიულ დრამაში, „უძლეველი ქალბატონი“ კი, მერილ სტრიპმა განასახიერა, რომელიც მესამედ დაჯილდოვდა ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი პრემიით.

„ჯეკი“ (Jackie, 2016) –  ბიოგრაფიულ დრამაში პაბლო ლარიანმა ჟაკლინ კენედის ცხოვრების ოთხი ყველაზე მძიმე დღე გაიხსენა, როცა  შეერთებული შტატების პირველ ლედის მეუღლე დაეღუპა. მთავარი როლი ნატალი პორტმანმა შეასრულა, რომელმაც თითქმის 2-საათიან ფილმში სამოსის 10 განსხვავებული კომპლექტი, მათ შორის „შანელის“ ცნობილი ვარდისფერი კოსტუმი მოირგო, რომელიც მისსის კენედის მეუღლის გარდაცვალების დღეს ეცვა.

„მისს სლოუნი“ (Miss Sloane, 2017) – ჯონ მედენის პოლიტიკურ ტრილერში  ჯესიკა ჩესტეინმა გამოცდილი მანიპულატორი და პოლიტიკური მაქინატორი ელიზაბეტ სლოუნი განასახიერა, რომელიც ყოველთვის მოხერხებულად აცურებს ოპონენტებს და არასდროს აძლევს მათ გამარჯვების შანსს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები