თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის ოლქში არჩეული დეპუტატის – ზაქარია ქუცნაშვილის მანდატთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას ივლისში მიიღებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ უფლებამოსილების შეჩერებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რადგან ქუცნაშვილს თავად აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მის მიმართვას დეპუტატები სავარაუდოდ კენჭისყრის გარეშე ცნობად მიიღებენ.  

ეს პროცედურა რიგგარეშე სესიის ფარგლებში დასრულდება. ქუცნაშვილის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტში მისი ადგილის შესავსებად, როგორც ცნობილია, შუალედური არჩევნების ჩატარება არ იგეგმება.

დეპუტატი მანდატს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ტოვებს.

შეგახსენებთ, ქუცნაშვილი იყო იმ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზატორი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05