„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების კომენტირებისას განაცხადა, რომ პროცესი, „რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა“.
„საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება და დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ჟურნალისტობა ან დეპუტატობა არ და ვერ გახდება ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია.
თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა – ეს იყო ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ, საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია.
მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა.
თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით. ნუ ებღაუჭებით ახლა ამ ევროპარლამენტის ჩანაწერს, ეს ჩემთვის არაფრის მომცემია, იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები,“- განაცხადა ზარქუამ.
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“