LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის და თხოვნით მიმართავს

592
ზაზა

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში დღეს მომხდარ ინციდენტზე წერს და მედიის წარმომადგენლებს ბოდიშს უხდის. ჟ

„ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე. არ გთხოვთ პატიებას, თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი. უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა! მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება: ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები. მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის, – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ზაზა სარალიძემ მისი შვილის ფოტოები ადვოკატს შეაყარა, რის შემდეგაც მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ“, – ასე მიმართა სასამართლოს ეზოში გამოსულმა სარალიძემ მედიის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები