LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს შეხვდა: “შოთაძე მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები”

265
BeFunky-collage

“მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხედვა და მოლოდინი წარმომედგინა გენერალური პროკურორისთვის. მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები” – ამის შესახებ ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ TV პირველთან საუბარში განავცხადა.

როგორც ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ შოთაძე მათ გამოძიების ფარგლებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა 4 ივნისს მოითხოვა. როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძის მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს საქმე.

როგორც ადვოკატი ამბობს, ხორავას ქუჩის საქმეს დასრულებულად ვერ მიიჩნევენ, სანამ ყველა კითხვაზე არ მიიღებენ პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები