LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისტემა იწყებს რღვევას… შოთაძის გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს“ – ანა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძეზე

229
ანა ნაცვლიშვილი

„სისტემა რღვევას იწყებს” – ასე ეხმიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი   ირაკლი შოთაძის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვებას.

„მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა“ – ირაკლი შოთაძე

ნაცვლიშვილის განცხადებით, შოთაძე იყო „კულუარული თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა ივანიშვილის კარზე”:

„ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას შოთაძე იყო კულუარული თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა იყო ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, დაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს“- ამბობს ნაცვლიშვილი.

პოპულარულები