LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი: “ე.წ. დელტა შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველო”

225
zaza-tsereteli-w-h

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ე.წ. დელტა შტამზე და საქართველოში მისი გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.

წერეთელი აღნიშნავს, რომ “დელტა შტამის” გამო, გაერთიანებულ სამეფოში ყოველი 11 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა.

“ე.წ. დელტა შტამთან დაკავშირებით მართლაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველო. დღეს დილით გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა რომ “დელტა შტამის” გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვაქცინაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს, ყოველი 11 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ეს შტამი იწვევს იმას, რომ შემთხვევები ძალიან სწრაფად მრავლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მათ შორის, ვინც აუცრელია.

ნაჩვენებია, რომ აცრილი მოსახლეობაც კი ხშირად ინფიცირდება. საქართველოში აცრილთა რიცხვი კი ძალიან დაბალია. გაერთიანებულ სამეფოში 60%-ზე მეტია აცრილი და იქ “დელტა შტამი” ორჯერ გაიზარდა, თვის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი.

ნამდვილად სახიფათოა, თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად დაბალი მოცვა გვაქვს ჩვენ აცრის”, – განაცხადა ზაზა წერეთმა “რუსთავი 2-თან.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები