საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისში მოწყობილ ზებრა-გადასასვლელებს აკრიტიკებს. მესხიშვილი ამბობს, რომ ასე მოწყობილ გადასასვლელებზე, მძღოლი დამუხრუჭებას ვერ ასწრებს.
“რატომ არ შეიძლება ზებრა-გადასასვლელების ასე მოწყობა?!
პასუხი მდგომარეობს შემდეგში: პირველ ზებრასთან გზას უთმობთ ქვეითს და ელოდებით როდის გადავა, მას შემდეგ რაც ქვეითი ტროტუარზე ავა, მერე მშვიდად ძრავთ ავტომობილს და უცებ იგივე ქვეითი სწრაფი ნაბიჯით შედის მეორე ზებრაზე, ამ დროს მძღოლი ვეღარ ასწრებს დამუხრუჭებას. მე შემემთხვა ანალოგიური სიტუაცია, ოღონდ ერთი განსხვავებით. მიუხედავად იმისა რომ “ჩემი ქვეითი” უფრო დარბოდა, ვიდრე დადიოდა, დამუხრუჭება და რეაგირება მაინც მოვასწარი. ზებრა-გადასასვლელის კეთებას ცოდნა უნდა, ცოდნა! მარტო საღებავის დასხმა არ არის გამოსავალი, პირიქით, საფრთხეს უქმნით ქვეითებს!” – წერს დავით მესხიშვილი.