უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული დროებითი სიმშვიდე ყველა უკრაინული ქალაქის გასათავისუფლებლად მომზადებაა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ნათქვამია და ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვისაზე. ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში. ალბათ ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს. მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.