LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – რუსეთს უკრაინაში მოაქვს სიკვდილი და დიქტატურა, შეეცდება ეს ყველაფერი მიიტანოს მოლდოვაში, პოლონეთში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში

68
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიას მოუწოდა, უკრაინას ტანკები ”ლეოპარდი“, ჯავშანმანქანები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ჰარპუნი“ გადასცეს. ამის შესახებ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„როდესაც დახმარებისთვის მივმართავთ თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს, ჩვენ მარტივ და გასაგებ რამეს ვამბობთ: ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომ თავი დავიცვათ რუსეთის სასტიკი შემოჭრისგან, რომელმაც ჩვენს ხალხს ისეთივე ბოროტება მოუტანა, როგორც 80 წლის წინანდელმა ნაცისტების აგრესიამ. ტანკები „ლეოპარდი“, ჯავშანმანქანები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ჰარპუნი“ – ეს არის ის, რითაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ევროპის თავისუფლებისა და ცივილიზაციის დაცვას. სწორედ ამიტომ, მივმართავ თქვენს სახელმწიფოს თხოვნით, გამოგვიგზავნოს ეს დახმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პორტუგალიას, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ ნავთობის ემბარგოს და სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ.

“რატომ დაიწყო რუსეთმა ომი? უკრაინის აღება მისი პირველი ნაბიჯია აღმოსავლეთ ევროპაში კონტროლის დასამყარებლად, რათა ჩვენს რეგიონში დემოკრატია გაანადგუროს. სწორედ უკრაინა იყო და რჩება ჩვენი რეგიონის დემოკრატიული პროცესების ხერხემალად. რეგიონში. რუსეთს უკრაინაში მოაქვს სიკვდილი და დიქტატურა, უკრაინის შემდეგ კი შეეცდება ეს ყველაფერი მიიტანოს მოლდოვაში, პოლონეთში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში, რომელსაც მისწვდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g