LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, მაგრამ ომით ნამდვილად არ დაღლილა

44
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება არ სურს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობებზე საუბრის დროს განაცხადა და განმარტა, რომ უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებს, რადგან პუტინის განცხადებები მშვიდობის სურვილის შესახებ, გულწრფელი არ არის.

„მათ (რუსებს) ამ ომის დასრულება არ უნდათ. სანამ ვინმე რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობს, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი არ იღლება.

ის (პუტინი) შეიძლება დაღლილი იყოს ზოგადად ცხოვრებით ასაკის გამო, მაგრამ ომით ნამდვილად არა. ახლა ამ კაცს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ სარდლობას პაუზა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთმა შესაძლოა იგრძნოს სანქციების გავლენა და ეშინოდეს საკუთარი მოქალაქეების უკმაყოფილების, მაგრამ ის განაგრძობს საერთაშორისოდ მიღებული პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის წინადადება ომის დასრულებას არ გულისხმობს:

„თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ. მშვიდობა მხოლოდ სიტყვებით არ შეგიძლიათ მოისურვო – სიტყვები არ კმარა. ომის შესაჩერებლად, ჯარების გაყვანა, ხალხის მკვლელობის შეჩერებაა საჭირო.

მათ უნდა აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სიტყვები ძალიან ცოტაა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები