LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპრული ეკოსასტუმრო „მზეთამზე“ საახალწლო ფასდაკლებას აცხადებს

1107
67937175-2352222665019057-4659501013160427520-o

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზეთამზეში მდებარე ეკოსასტუმრო „მზეთამზე“ საახალწლო ფასდაკლებას აცხადებს და სტუმრებს კომფორტულ და ბედნიერ დასვენებას ჰპირდება.

სასტუმროში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ „ფორტუნა“ ეკოსასტუმროს დამფუძნებელს – ნონა სააკაშვილს ესაუბრა. როგორც სააკაშვილი ამბობს, „მზეთამზე“ უკვე 8 წელია ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე მისი დამსვენებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ამას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: სასტუმროს უნიკალური მდებარეობა, ბუნება, კეთილგანწყობილი მასპინძლები, კვალიფიციური კადრები და უმაღლესი ხარისხის სერვისი.

ნონა სააკაშვილის ოჯახური ბიზნესი, ძალიან ბევრი დამსვენებლისთვის უკვე მეორე სახლად იქცა. „ჩვენი სასტუმრო ოთხივე სეზონზე მუშაობს – განსაკუთრებულად დატვირთვით კი ზაფხულსა და ზამთარში. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თითქმის ყველაფერია: შესანიშნავი ხედი, კარგი ჰაერი, ჯანსაღი კვება და გასართობი ინფრასტრუქტურა. იშვიათად უნდებათ სტუმრებს ჩვენი სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, დამსვენებლებს შეგვიძლია ტურების მოწყობაც შევთავაზოთ“, – ამბობს სააკაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, სასტუმროში არის ყველა ტიპის ნომერი, მათ შორის VIP ოთახებიც. „მზეთამზე“ აღჭურვილია საკონფერენციო ოთახებითა და დარბაზებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე: ხელოვნური საფარით მოწყობილი სტადიონი, ბავშვებისთვის გათვლილი ბატუტი, ატრაქციონები, მაგიდის ჩოგბურთი, ღია კაფე და აუზია. ასევე სრული იდილიისთვის, ტყის მხარეს ჰამაკებია გაბმული.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეკოსასტუმრო ორიენტირებულია ყველა კატეგორიის მომხმარებელზე: ჩვენთან ჩამოდიან როგორც ოჯახები ბავშვებით, ასევე ახალგაზრდა წყვილები და პენსიონერებიც. მზეთამზეში მოდის ყველა, ვისაც დასვენება და მშვიდი გარემო უნდა. ჩვენთან ოჯახურ გარემოში გრძნობენ თავს და ყოველ წელს უნდებათ დაბრუნება“, – აღნიშნავს „მზეთამზეს“ დამფუძნებელი.

ნონა სააკაშვილი არსებულ სიახლეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს სასტუმროს, რომელსაც ერთდროულად 180 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია, 6 კოტეჯიც დაემატა. თითოეული მათგანი 2 სართულიანია, მოიცავს 100 კვადრატულ მეტრს. შიგნით არის სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და 2 საძინებელი – 3 სველი წერტილით. თითოეულ ამ კოტეჯს შეუძლია 6+1 ადამიანის მიღება.

გარდა კოტეჯებისა, „მზეთამზეს“ ღია და დახურული კაფე-ბარიც დაემატა. სრულად განახლდა და გაფართოვდა აუზიც. სამომავლოდ კი აუზის ტერიტორიაზე, ბავშვებისთვის წყლის გასართობი ატრაქციონების დამატებაც განიხილება. „ვვითარდებით და ვფართოვდებით მუდმივად და ამას განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნაც“, – ამბობს ნონა სააკაშვილი.

მისივე თქმით, „მზეთამზემ“ საკუთარ დამსვენებლებზე ზამთრის პერიოდშიც იზრუნა და მათ გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს.

„გვაქვს უპრეცენდენტო აქცია ახალი წლის დღეებში. შეხვდი ახალ, 2020 წელს ყველაზე კომფორტულ გარემოში ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. დაისვენე, გაერთე და დაიბედე მხოლოდ საუკეთესო❗ ჩვენთან 50% ფასდაკლებაა მათთვის, ვინც კოტეჯს 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით დაჯავშნის! ფასდაკლება გავრცელდება თვითონ სასტუმროს ნომრებზეც. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია“, – ამბობს ეკოსასტუმროს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სასტუმროში დასვენება ერთ პერსონაზე 80 ლარი ღირს. 3 წლამდე ბავშვების დასვენება კი უფასოა. ამ თანხაში სამჯერადი კვებაც შედის. საკვები ძირითადად ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქციით მზადდება. რაც შეეხება კოტეჯებს – კოტეჯის ღირებულება ღამეში 250 ლარია, აქ კვება არ შედის. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების ფარგლებში, დამსვენებელი როგორც სასტუმროს ნომერს, ისე კოტეჯს განსხვავებული ფასით (გაცილებით დაბალი საფასურით) დაჯავშნის.

შეგახსენებთ, ეკოსასტუმრო „მზეთამზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზეთამზეში მდებარეობს. აქ ადგილზე 18 ადგილობრივია დასაქმებული.

დამატებითი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ შეგიძლიათ მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე იხილოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები