LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია

42
1

ინტენსიური გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, გზების გარკვეულ მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე:

“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური ორდღიანი გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”. – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებში.