ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბავშვი ფიფიების იპოვა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ შემოყვანისას ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,- განაცხადა ექიმმა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მათ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.