LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: ჩემი მოკრძალებული და გულწრფელი რჩევა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინაში, ომში წასვლის სურვილს გამოხატავენ.. თქვენი მოქმედება ორ ცეცხლ შუა გვაყენებს

330
ურა ხაჩ

მომღერალი ზურა ხაჩიძე, ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინაში ომის სურვილს გამოხატავენ, რჩევას აძლევს.

მისი სიტყვებით, „უკრაინელებს ქართველების თანაგრძნობა და დახმარება, რა თქმა უნდა, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს“…

„ჩემი მოკრძალებული და გულწრფელი რჩევა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინაში, ომში წასვლის სურვილს გამოხატავენ:
თქვენი მოქმედება ორ ცეცხლ შუა გვაყენებს.

ერთის მხრივ თქვენი ყოვლად პატიოსანი გულისძგერა თვალწინ გვიდგას, საქვეყნო, ბრწყინვალე და დიდებული გულისძგერა, რომლის წინაშე აღტაცებით და სასოებით მუხლი უნდა მოიდრიკოს ყველა პატრიოტმა კაცმა.. მეორე მხრივ, განსაცდელი და საფრთხე დიდია. განა საფიქრებელი არ არის, რომ თქვენი, და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ბედი, ამ საფრთხესა და განსაცდელში არ ჩავარდეს!

უკრაინელებს თქვენი თანაგრძნობა და დახმარება, რა თქმა უნდა, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს… რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენი სიკეთისგან სხვისთვის ვერავის გავწირავთ, ყოველივე ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ…

„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა საქართველოს მოქალაქეობა

ისწავლეთ, თქვენ-თქვენი საქმე აკეთეთ, ცოდნა შეიძინეთ… მხოლოდ ამას შეალიეთ თქვენი დღეები და ამ ორი უძლიერესი იარაღით მოდით და დაეპატრონეთ თქვენს ქვეყანას, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არ აქვს და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნას და ბედნიერებას.

ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულ-განათლებული ბევრი ადამიანი არ ჰყავს. კარგად გამიგეთ, თქვენი თავი ძალიან ძვირად გვიღირს და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთი თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენი ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.

უთქვენობა ძვირად რომ არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდან მაგ პატიოსან გულისთქმას. განსაცდელის შიში აქ საბუთია და სამართლიანი… ეს არის ჩემი რჩევა, თქვენი ქვეყნის შვილის რჩევა!“. – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი? – უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ოცნების“ დეპუტატებს პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები