LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი? – უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ოცნების“ დეპუტატებს პასუხობს

258
უკრაინაში მებრძოლი ქართველები

უკრაინაში მებრძოლი ქართველები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმიანებიან, რომ „სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“.

„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა საქართველოს მოქალაქეობა

რომეო ფარულავას განცხადებით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოხალისეები არიან.

„ვინც აქ ვიმყოფებით, მოხალისეები ვართ… ჩვენს ის ხალხი არ ვართ, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის ეშინია“, – აცხადებს რომეო ფარულავა.

ვანო ნადირაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ დიდი რუსეთიდან დაავალეს, რომ შეტევა მიიტანონ ქართველ სამხედროებზე, რომლებიც უკრაინაში ომში იბრძვიან.“

„ჩვენ სამშობლო გვიზის გულში“, – აცხადებს ვანო ნადირაძე.

ვაჟა ცეცაძეს კი აინტერესებს, „ვის აქვს უფლება მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი“.

„ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაღაც სიმართლეს. პირველად გავიგე ასეთ რამე. 90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ, თან არაერთგზის და ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი?“, – აცხადებს ცეცაძე.

 

რომეო ფარულავას, ვანო ნადირაძის და ვაჟა ცეცაძის პასუხი „ოცნებას“

? „ვინც აქ ვიმყოფებით, მოხალისეები ვართ… ჩვენს ის ხალხი არ ვართ, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის ეშინია“

? „დიდი რუსეთიდან დაავალეს, რომ შეტევა მოიტანონ ჩვენზე… ჩვენ სამშობლო გვიზის გულში“

? „90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ და ვის აქვს უფლება, მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი“

◾ რომეო ფარულავას, ვანო ნადირაძის და ვაჟა ცეცაძის პასუხი „ოცნებას“

Posted by Formula • ფორმულა on Thursday, December 8, 2022

 

 

magti 5g