LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით, დაბალია – ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება

145
fot (3)

თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით დაბალია, – ამის შესახებ „გირჩი მეტი-თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს, ეს აღქმული არ უნდა იყოს, არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რომ დასავლეთის კარი საქართველოსთვის დაიხურა.

„მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს. თუ გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს უთხრა კონკრეტული რაღაცები გააკეთე და ჩვენ მხარს კანდიდატის სტატუსის მოცემას დავუჭერთ, ესენი ადგებიან და სწორედ ჩამოთვლილი პუნქტების საპირისპიროს გააკეთებენ. შეიძლება კანდიდატის სტატუსის გადავადებაზეც კი იყოს საუბარი. მთავარი არის ის, რომ თუ კანდიდატის სტატუსის გადმოცემაზე უარი იქნება, ეს არ უნდა იყოს გზავნილი, რომელიც აღქმული იქნება ან ჩვენს მიერ ან რუსეთის მიერ, რომ ჩვენთვის კარები დაიკეტა. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი და ეს ევროპელებს ესმით. უარის შემთხვევაშიც ისეთი გზავნილი იქნება, რომ კარები ღია არის, უბრალოდ ამ ქვეყანას რაღაცები გასაკეთებელი აქვს და ამის შემდეგ ეს კარები ღია დარჩება.

თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით დაბალია.

გერმანიის კანცლერის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მიზეზი იგივე იყო, რაც მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა, ასევე, რამდენიმე დღის წინ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტიტეტის თავმჯდომარის ჩამოსვლა და ა.შ. გერმანია ევროკავშირში არის ლიდერი ქვეყანა, ამიტომ გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია და მას სხვა ქვეყნების პოზიციაზე გავლენა ექნება. გერმანელების ასეთი აქტიურობა და ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მათ ბოლომდე პირადად სურთ გაერკვნენ, რა ხდება ამ ქვეყანაში, რას აკეთებს ეს ხელისუფლება და რატომ იქცევა ასე ველურივით და ა.შ.

ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ეს არის ამ ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

მამუკა მდინარაძე: თუ არ მოუნდებათ, 12 რეკომენდაცია კი არა, კიდევ მსგავსი 24 რეკომენდაცია რომ შევასრულოთ, კანდიდატის სტატუსს მაინც არ მოგვცემენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g