LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

129
ფორტუნა (83)

„ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ამ კანონის მიღება, მოკლევადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ისევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა დაიცლება განსხვავებული აზრისგან, სამოქალაქო სექტორისგან და დამოუკიდებელი მედიისგან, რაც რუსეთში და ბელარუსში ხდება“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიღება „გაასუფთავებს ქვეყანას განსხვავებული აზრისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის და ივანიშვილის ინტერესებთან“.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„ამ კანონპროექტების გაპროტესტება ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულება მგონია. მოლოდინი მაქვს პესიმისტური. დღესაც მგონია, მხარს დაუჭერს იურიდიული​ კომიტეტი და გაიტანენ სესიაზე.

გეგმა არის პროტესტი, ყველანაირი ფორმით, ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით – რაც შეიძლება ბევრი პროტესტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქუჩაში. სხვანაირად არ არსებობს ძალა, რომელიც ამათ გააჩერებს.

კანონპროექტის სახელწოდება – აგენტი არის პირველი ნაბიჯი, ეს გზა გაიარა რუსეთმა.

ჯერ დაგარეგისტრირებენ და მოგაწებებენ იარლიყს „აგენტს“ და გაგაშავებენ. მაგის შემდეგი ნაბიჯი არის შეზღუდვები, მათ შორის ფინანსური შეზღუდვები, რაც მოხდა ნელ-ნელა რუსეთში.

გაწევა ყველა იმ დონორი ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აფინანსებენ ათწლეულებია“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე