LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლია პერსონალურ, ერთადგილიან სასეირნო თვითმფრინავს ქმნის

471
cikolia

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია პერსონალური, ერთადგილიანი სასეირნო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობს. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, სადაც თქვა, რომ სამუშაო პროცესი ნელი ტემპებით მიდის, რადგან საქართველოში მასალების შოვნა ძალიან გაჭირდა.

„ყველაფრის ჩამოტანა გვიწევს საზღვარგარეთიდან, ამიტომ პროექტი სამწუხაროდ ნელი ტემპებით მიდის და  წესიერად ვერც ინვესტიციას ვახორციელებთ. მთელი ინვესტიცია მიდის ლოჯისტიკაში, რომ ჩამოვიტანოთ მასალები,“ – აცხადებს ციკოლია.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, თუ როდისთვის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის დაიწყება ქართული თვითმფრინავის წარმოება, ციკოლია აცხადებს, რომ ეს რთული პროექტია და მისი განხორციელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები