LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომში „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს გაიმართება, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში ანსამბლი „ბორჯომიც“ მიიღებს მონაწილეობას” – გიორგი ბუგიანიშვილი

196
359544342_1496052030933194_4470795583705100642_n

პირველ აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ბუგიანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „ღამის სერენადებზე“ ისაუბრა.

„ღამის სერენადები“ წლების მანძილზე იმართებოდა ბორჯომში და ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა, მერე ლოკაცია შეიცვალა, ერთი წლის წინ კი, როცა მერის მოადგილედ დავინიშნე, პირველ რიგში სწორედ ფესტივალის დაბრუნებაზე დავიწყე ზრუნვა ბატონ ოთართან და ბატონ დავითთან ერთად, რომელთაც სიამოვნებით მიიღეს ჩემი შეთავაზება, მოგვიანებით ინიციატივა ქალბატონ ნინას გავაცანით და ისიც სიხარულით დაგვთანხმდა ძველი ტრადიციის აღდგენას.

ბორჯომში „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს გაიმართება ულამაზეს სასტუმროში „ბორჯომი-ლიკანში“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმროს მეპატრონეს, ბატონ დავით საგანელიძეს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ფესტივალის ორგანიზებაში.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში ანსამბლი „ბორჯომიც“ მიიღებს მონაწილეობას. 40-წლიანი ისტორიის მანძილზე ანსამბლმა უამრავი არაჩვეულებრივი კონცერტი გამართა, მით უფრო, რომ მის შემადგენლობაში ყოველთვის ბრწყინვალე მუსიკოსები ირიცხებოდნენ. ბორჯომში ჩამოსვლისთანავე მივიღე ანსამბლის ხელმძღვანელობის შეთავაზება, რომელსაც მანამდე ბრწყინვალედ უძღვებოდა ბატონი რობერტ ნადირაძე. სწორედ მასთან გავინაწილე კოლექტივის ხელმძღვანელობა და ახლა სიამაყით ვაგრძელებთ ისტორიას და იმ ტრადიციებს, რომლებიც ამ არაჩვეულებრივ ანსამბლს ჰქონდა. ჩემი ინიციატივით ჩაერთო ანსამბლი „ღამის სერენადებშიც“, რომელშიც გია ონიანთან და ორკესტრთან ერთად შევასრულებთ ნაწარმოებებს ოთარ თაქთაქიშვილის „მეგრული სიმღერების“ ციკლიდან.

,,ღამის სერენადების” ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე

 

„მეთხუთმეტე საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით” – ნინა ცაგარელი

„დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს” – ფესტივალი „ღამის სერენადები“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები