LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებლებისთვის დაზღვევა სავალდებულო იქნება

4
Splashes of molten metal at the plant. Blast furnace which melts metal ore.

2019 წლის 1 იანვრიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია კომპანიების ნაწილისთვის ამოქმედდება. საუბარია უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევაზე, რომელსაც დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ფორმალური ხასიათი ექნება.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ რა პირობებით დაევალებათ დამსაქმებლებს სავალდებულო დაზღვევა, განმარტებული არ არის. მისი თქმით, მოდიან და პირობითად კორპორატიულ, 2000 ლარიან დაზღვევას ითხოვენ, თვეში კი 10-15 ლარს გადაიხდიან. დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს რეალურად დაზღვევა არაა და ამ პაკეტით ადამიანის დაცვა ვერ მოხდება.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ახლა ეს კანონი ასეთი ბუნდოვანი სახით ამოქმედდება, ახალი რედაქციით კი კანონი ძალაში 2019 წლის სექტემბრისთვის შევა ძალაში.

რეგულაციის ფორმალურობაზე საუბრობენ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაშიც“ და მისი ამოქმედების გადავადებას ითხოვენ. მათი განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში რეგულაციის გადავადების საკითხი აქტიურად განიხილება, ასევე მიმდინარეობს, კანონის ახალ რედაქციაზე მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების უბედური შემთხვევა დააზღვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები