LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუტა სხირტლაძის 7 სიმღერა Queen-ის რეპერტუარიდან – რას უსმენენ ცნობილები

5

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ნია მოძმანაშვილის საავტორო გადაცემის სტუმრები პრეზიდენტობის კანდიდატები, გრიგოლ ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე იყვნენ. დღევანდელი სტუმარი კი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძეა.

1 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში  ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Bohemian Rhapsody გამოდის, რომლის წარმდგენია რადიო “ფორტუნა” და “ფორტუნა პლუსი”.  რადგან დუტა ჯგუფის დიდი გულშემატკივარია, სწორედ  Queen-ის რეპერტუარიდან წარმოგვიდგინა მისთვის 7 საყვარელი სიმღერა.

დუტა, ტრადიციას არ დავარღვევ და გკითხავთ, რას ნიშნავს თქვენთვის რადიო?

რადიო ჩემს ბავშვობას ნიშნავს, რომელიც სულ ჩართული იყო, ძირითადად სამზარეულოში და მუდმივად ვუსმენდით. ჩემი კარიერა გახმოვანებით დაიწყო, ამიტომ მჭიდრო კავშირი გვქონდა მაგ მხრივ.

წარვადგინოთ შვიდეული და საინტერესოა, რომელი სიმღერა გავიდა მე–7 ადგილზე…

ჩვენ ბავშვობაში გვქონდა ჯგუფი ,,ღამურები”. მას შემდეგ, რაც 1986 წელს, Queen პირველად ვიხილეთ სცენაზე, ჯგუფმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სულ გვქონდა ჩართული მათი სიმღერები და ჩვენც ვბაძავდით, მე ბასისტი ვიყავი(იღიმის). თუ დიაპაზონს გავითვალისწინებთ, ფრედი იყო ნომერ პირველი ვოკალისტი. მეშვიდე ადგილზე გავიდა We Are The Champions სიმღერა, რომელიც მოსმენისთანავე ამოვიჩემე.

განსაკუთრებით მომწონს ლაივ კონცერტები, სადაც ყოველთვის სხვადასხვანაირად მღერის, ჰქონდა საოცარი ენერგეტიკა და შესრულების მანერა. ალბათ, ეს ყველაფერი ინდოეთის დამსახურებაა, სადაც გაიზარდა. მან შეძლო და ბრიტანეთში ისე დაიმკვიდრა ადგილი, რომ იყო ნომერ პირველი შემსრულებელი.

მეექვსე ადგილზეა – I Want to Break Free

რაც შეეხება მეხუთე ადგილს, ეს გახლავთ Bohemian Rhapsody, რომელსაც ფილმის სახით ვიხილავთ 1 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში. ეს არის გამორჩეული სიმღერა, აკაპელა, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელია და მათ საუკეთესოდ გაართვეს თავი. მითუმეტეს, რომ ასეთ მრავალხმიანობებს, როკიდან გამომდინარე, არ ვიყავით მიჩვეულები. დიახ, 9 კვირის განმავლობაში ჩარტებში პირველ ადგილზე იყო…

დუტა, საინტერესოა ქუინის გარდა რას უსმენთ?

ბევრ რამეს ვუსმენ, Led Zeppelin–ს, The hoo–ს,the beatles–ებს, რომელიც ბევრისთვის საყვარელი ჯგუფია და რომლისგანაც დაიწყო ყველაფერი. Kenny Rogers, Diana Ross,pink floyd, the doors , The Rolling Stones მიკ ჯაგერი მიყვარს ძალიან, დღემდე რომ დარბის სცენაზე (იცინის)და გაოგნებულები ვუყურებთ, რას აკეთებს სცენაზე ამ ასაკში.

დუტა თქვენი ჯგუფის კონცერტები ახსენეთ…

დიახ, ჯგუფს ერქვა ,,ღამურები”, რომელიც 1987 წელს შეიქმნა, ეს იყო ჩვენი ერთგვარი გამოხატულება იმ მუსიკისადმი, რომელსაც ვუსმენდით. მქონდა უამრავი ორიგინალი ფირფიტა, რომელშიც პრაქტიკულად მთელი ჩემი ხელფასი მიდიოდა. მახსოვს ერთი ჩემი მეგობარი,ზაზა კევლიშვილი გიტარაზე დადიოდა და რასაც იქ სწავლობდა, შემდეგ მოდიოდა და ჩვენ გვასწავლიდა. ბოლოს 1994 წელს რესპუბლიკის მოედანზე დავამტვრიე ჩემი საყვარელი ბასგიტარა და მაგ დროს ჯგუფიდანაც წავედი.

მეოთხე ადგილზეა – Somebody To Love

დუტა,  ქართულ სიმღერებზე რას გვეტყვით, უსმენთ?

რა თქმა უნდა, ,,ივერიის” სიმღერებზე გავიზარდე. ძალიან მიყვარს მერაბ სეფაშვილი. ვთვლი, რომ ეს ადამიანი აქ რომ არ დაბადებულიყო, დამიჯერეთ, არანაკლებ პოპულარული იქნებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და დღეს შეიძლება ჩვენ სწორედ მის შემოქმედებაზე გვესაუბრა, როგორც გენიოსი მუსიკოსი, რომელმაც თავისი ვოკალური შესაძლებლობებით გადაატრიალა სამყარო.

მესამე ადგილი Killer Queen

დუტა, დღეს ვის კონცერტს დაესწრებოდით სიამოვნებით?

ტომ იორკის კონცერტს დავესწრებოდი სიამოვნებით. მაგალითად რობერტ პლანტი რომ ჩამოვიდა გურიაში, პირველი სამი სიმღერა თვალცრემლიანი ვუყურებდი, ჩემთვის ეს იყო შოკი. როცა დარბაზს გადავხედე, ყველა ასეთ მდგომარეობაში იყო.

მეორე ადგილი – Breakthru

რაც შეეხება პირველ ადგილს, საკმაოდ უცნაური სიმღერაა და შეიძლება ითქვას, რომ არ ჰგაქვს Queen–ის რეპერტუარს. ამ სიმღერით აღმოვაჩინე არამხოლოდ ვოკალისტი, არამედ როგორც საუკეთესო არტისტი. აქვს მინიმალისტური კლიპი, რომელიც არ ჰგავს სხვა დანარჩენს.

ხშირად უსმენთ ამ სიმღერას?

კი, ძალიან მიყვარს.

პირველი ადგილი –  I’m Going Slightly Mad

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები