LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძე: „მაყურებელს ფავორიტის არჩევა  ძალიან გაუჭირდება“

19
cxadadze

„მაშინ, როცა წინა სეზონზე გამოცხადდა კასტინგი და ხალხმა „მხოლოდ ქართულის“ შესახებ შეიტყო, მაშინვე ჩემი მეგობრების მხრიდან დაიწყო საუბარი, რომ ეს ჩემი პროექტია. მოკლედ, ყველა გვერდში მედგა და სურდათ, რომ გამოვსულიყავი. ბევრს წარმოუდგენია, რომ რადგან სცენასთან ყოველდღიური შეხება მაქვს, როგორც მსახიობს, თითქოს გამიმარტივდებოდა ძალიან. თუმცა, რაც ამ პროექტში მოვხვდი ბევრი განსხვავება აღმოვაჩინე. თეატრი გუნდური საქმეა, სხვანაირი სტრუქტურაა და სიმღერა ცოტა სხვა არის. მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. მოკლედ, მეორე სეზონის გამოცხადებისთანავე ვეღარ გავუძელი მეგობრების შემოტევას და გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი.

ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავს სიახლეები შევთავაზო. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი სამსახიობო კარიერაშიც დამეხმარება. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, საკუთარ თავსაც შემოვუძახო, რომ შენ ეს შეგიძლია. ვოკალის პედაგოგთან არასდროს მივლია. იმდენად მომზადებული და ძიერი კონკურსანტები იყვნენ, რომ თითქოს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ათეულში ვყოფილიყავი. ვეცდები, თუ ვოკალურად ვერ გავამართლე, ის მაინც ჩავდო რაც მაწუხებს, ან მიხარია. ჩვენთან მეგობრული გარემოა. ყველა განსხვავებული ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ გვაქვს საერთოც“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი ცხადაძემ მუსიკალური პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორც „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, პროექტში მისვლა მეგობრებმა ურჩიეს. გიორგიმ ისიც აღნიშნა, რომ ყველა ყველა მონაწილე ძლიერია და ყველას აქვს შანსი ფინალში მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები