LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგუარის რეინკარნაცია – ,,ავტოსთორი”

12
1 ჰედი Jaguar-D-Type-1

არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე დახვეწილი ავტომობილი და განსაკუთრებით რომანტიკულია, როცა მისი ხმა და აურა ნაზად ერწყმის თბილი ჰაერისა და გახურებული ცემენტის ერთმანეთში ტკბობას.

ამ დროს უმჯობესია სიყვარულში გამოუტყდე შენს ავტომობილს – შენს იაგუარს.

ულამაზესი იაგუარი “დი ტაიპი” სოთბის აუქციონზე შვიდ მილიონამდე დოლარს იწონის. ეს ექკლუზიური და უნიკალური მოდელი 1955 წლის გამოშვებაა, ასე ვთქვათ ავტოკოლექციონერების გარყვნილი ოცნება წითელი კაბით.

ის შენი არ არის, სამწუხაროდ არც ჩემი. ჯერ!

თუმცა, წითელი იაგუარი თავის დროზე სხვა კაცების სიამაყე ნამდვილად იყო. თავის დროზე ბერნი ეკლსტონი, შემდეგ კი ხუთი ათას დოლარად პიტერ ბლონდი მართავდა.

მალე ამ ავტომობილმა სარბოლო დებიუტიც მიიღო, 1956 წლის სნეტერტონის რალზე მეორე ადგილზე გავიდა.

წლების მანძილზე ამ შედევრს მრავალი მძღოლი მართავდა. ვის ხელში აღარ დატრიალდა მისი საოცარი საჭმე, აი სამოცდაათიან წლებში კი ლედ ზეპელინის მენეჯერის პიტერ გრანდის საკუთრება გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები