LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი და რა კომპრომისებისთვის არიან მზად მხარეები – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“

10
3545468

საზოგადოებრივ – პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. მანამდე კი წინ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების მესამე და გადამწყვეტი რაუნდი უნდა გაიმართოს.

დღეს გაცხადდა „გირჩის“ დაშლის შესახებ, სავარაუდო მიზეზი კი პარლამენტში შესვლის საკითხი გახდა.

დღესვე განახლდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის ლიდერების ინდივიდუალური კონსულტაციები, სადაც უკვე კონკრეტული წინადადებები განიხილეს.

იქნება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი და რა კომპრომისებისთვის არიან მზად მხარეები
თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელებენ

• ლევან იოსელიანი – „მოქალაქეები“-ს ლიდერი
• დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო“-ს ლიდერი
• ნიკა სამხარაძე – „ქართული ოცნების“ წევრი

 

„ჩვენ უპირობო მოთხოვნებით მოლაპარაკების პროცესში არ შევდივართ“ – დავით ბაქრაძე

რა წერია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის რამდენიმე პუნქტიან შეთავაზებას ფასილიტატორები „ქართულ ოცნაბას“ გადასცემენ, იქამდე კი ოპოზიციის ლიდერები დოკუმენტის შინაარზე დუმილს ინარჩუნებენ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, რომ გზავნილი ითვალისწინებს ორი მთავარი მიზნის მიღწევას – არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულ დოკუმენტში კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი, დავით ბაქრაძის განმარტებით, მათი გადახედვისათვის ოპოზიცია მზად არის.

„ჩვენ უპირობო მოთხოვნებით მოლაპარაკების პროცესში არ შევდივართ. ჩვენთვის მთვარია დავდოთ შედეგები და არა ის, რომ პუნქტებად გავყვეთ ჩვენს გეგმას. მიმაჩნია, რომ ჩვენი გეგმა კარგი და სწორია, მაგრამ მზად ვიქნებით განვიხილოთ სხვა შემოთავაზებებიც,“ – განაცხდა დავით ბაქრაძემ გადაცემა „რეალურ დროში.“

 

„რიგგარეშე არჩევნები რომ დაგვიკმაყოფილონ და ეს არა, მე ვიქნები პირველი წინააღმდეგი“ – რა მოთხოვნაა პრინციპული პარტია „მოქალაქეებისთვის“

ფასილიტატორი ელჩების თხოვნით ოპოზიცია ორი დღის განმავლობაში საკუთარი მოთხოვნების დოკუმენტზე არ ისაუბრებს. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი შეთავაზება საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმაა და ამ მიმართულებით დოკუმენტში ყველა პარტიის მიერ დაყენებული არაერთი საკითხი შედის.

საკითხზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში“ ისაუბრა.

„დაახლოებით არის ხუთი პუნქტი და ისინი შეიცავს ბევრ ქვეპუნქტს. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სისტემის რეფორმას, არის საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი. ის შეიცავს ბევრ ქვეპუნქტს, იმისათვის რომ არჩევნებს ქვეყანაში დაუბრუნდეს აზრი. საკანონდებლო ცვლილებების გარეშე არც რიგგარეშე არჩევნებს აქვს აზრი და არც არაფერს,”-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ჩვენ უპირობო მოთხოვნებით მოლაპარაკების პროცესში არ შევდივართ“ – დავით ბაქრაძე

 

„ასეთი რამ არა თუ საქართველოს ისტორიაში, ევროპული ქვეყნების ისტორიაშიც არ მახსენდება, რომ ხალხისთვის პლებისციტით ეკითხათ არჩევნების ჩატარება უნდათ თუ არა“ – ნიკოლოზ სამხარაძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ლიდერები არ საუბრობენ, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა შეთავაზებებს შორის იყოს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება.

„ქართული ოცნება“ საკითხის განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ სამხარაძე თვლის, რომ ეს რაციონალური წინადადება არ იქნება. საკითხზე მმართველი გუნდის წევრმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა რეალურ დროში ისაუბრა.

„ასეთი რამ არა თუ საქართველოს ისტორიაში, ევროპული ქვეყნების ისტორიაშიც არ მახსენდება, რომ ხალხისთვის პლებისციტით ეკითხათ არჩევნების ჩატარება უნდათ თუ არა. ეს ჩვენი ოპოზიციის ნოუ ჰაუა, თუმცა განხილვას წინ არაფერი უდგას.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები