LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეღვი – ჯანმრთელობისთვის და არა რუჯის მისაღებად

41
ლეღვი

ლეღვი უამრავი სასარგებლო ნივთიერების შემცველია, რომლის წყალობით ფართოდ გამოიყენებენ მედიცინაში. გაგაცნობთ მის საოცარ თვისებებს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი რაოდენობით კი შაქრებს. თუ, დაკრეფილ ნაყოფს, ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-აც კი მიაღწიოს.


ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. თუ, მას, ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი, კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდგასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებსინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე.

ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილების გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, შეკრულობისა და კოლიტის დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის, ორგანიზმიდან, ოფლთან ერთად ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად სასარგებლოა ართრიტით დაავადებულთათვის.

ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები