LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მედიკალ პარკის” მრავალპროფილიან კლინიკები და მათი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში

41
taifun-pulsi

7 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „მედიქალ პარკის” ჯგუფის საავადმყოფოების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ქალბატონი დალი ნესუაშვილი და მედიქალ-პარკის სამი წამყვანი კლინიკის პროფესორი, რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი ტაიფუნ ალპერი სტუმრობდნენ, რომელთაც მედიქალ პარკის საქმიანობასა და მის წარმატებებზე ისაუბრეს.

მედიქალ პარკის ჯგუფი თურქეთის 17 ქალაქში განაწილებულ 31 კლინიკას აერთიანებს, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისშიც წარმატებით ფუნქციონირებს და მსურველებს სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნაში, თურქეთში გამგზავრებასა და ექიმთან კონსულტაციის დაგეგმვაში ეხმარება.

– ქალბატონო დალი, რას წარმოადგენს ზოგადად მედიქალ პარკი და კონკრეტულად მისი წარმომადგენლობა საქართველოში?

– მოგესალმებით, მე გახლავართ მედიკალ პარკის ჯგუფის კლინიკების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, მედიკალ პარკის კლინიკების ჯგუფი მოიცავს 31 კლინიკას,რომელიც მდებარეობს თურქეთის 17 ქალაქის ტერიტორიაზე,ასევე ვემსახურებით 68 ქვეყნიდან პაციენტებს და 17 ქვეყანაში გაგვაჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა.საქართველოში გახსნილიყო მედიკალ პარკის ოფიციალური წარმომადგენლობა გაჩნდა იდეა იქიდან გამომდინარე რომ ქართველ ავადმყოფების მხრიდან გახდა მოთხოვნადი თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა. აქედან გამომდინარე მედიკალ პარკმა იმისათვის რომ პაციენტებს უფრო ადვილად მიეღოთ მომსახურება,არ გასჭირვებოდათ მათ ენის ბარიერიდან გამომდინარე,ჩადიოდნენ არ იცოდნენ რომელ კლინიკაში მისულიყვნენ,გავუმარტივეთ.ჩვენ წინასწარ ვაგავნით საბუთებს,ვთარგმნით, სანამ პაციენტი გადაწყვეტს რომ წავიდეს თურქეთში მათ აქვთ სრული ინფორმაცია ექიმის შესახებ, მან იცის თავისი წინასწარი დიაგნოზი,ან თუ დიაგნოზი არ არის დასმული მას შეუძლია წინასწარ გაიგოს რა პროცედურები ელოდება,იცის მისი ღირებულება. ასევე ჩადის თუ არა აეროპორტში ხვდება ჩვენი კლინიკის მანქანა,ხვდება ქართველი თარჯიმანი, რომელიც ნამდვილად თავის სამშობლოსთან ახლოს აგრძნობინებს თავს მკურნალობის პერიოდში.

– რამდენადაც ვიცი, მედიკალ პარკის მრავალპროფილიან კლინიკებში ნებისმიერი დაავადებით შეიძლება მკურნალობა. საინტერესოა, ქართველი პაციენტები რა სეგმენტს მიეკუთვნებიან?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ ექიმებთან. იმ პაციენტებს,რომლებიც მიდიან და ოპერაციის შემდეგ ჩამოდიან, ფინანსურად მათ არ აქვთ მდგომარეობა,რომ კიდევ წავიდნენ თურქეთში. ქართველი ექიმები განაგრძობენ მათ მკურნალობას. ამისათვის მინდა თითოეულ ქართველ ექიმს მადლობა მოვუხადო.

სამწუხაროდ ჩვენი პაციენტების უმრავლესობა შეადგენს უკვე შორს წასული შემთხვევებით. ჩვენთან ასე ვთქვათ იოლი ფორმები არ ხვდება, ჩვენთან მოდიან უკვე განწირული ადამიანები. ხშირად მომართვიანობა არის ონკოლოგიური პაციენტების,ასევე ჰემატოლოგიური პაციენტები გვყავს ძალიან ბევრი,ბავშვები. ძვლის ტვინის გადანერგვა,ღვიძლის გადანერგვა, თირკმლის გადანერგვა – ამ მხრივ გვაქვს საუკეთესო შედეგები. ანტალიის მედიკალ პარკი დასახელდა ნომერ პირველ კლინიკად რომელმაც გადანერგვებში ყველაზე დიდი წარმატების მაჩვენებელი აჩვენეს თურქეთში. ჩვენი ექიმები არიან მსოფლიოში ხუთ საუკეთესო ექიმებს შორის, ასევე კარგად განვითარებული არის ნეიროქირურგია გამა დანით, რობოტული ქირურგია.ძირითადად ვთვლი ისეთებს,რაც საქართველოში ხელმიუწვდომელი არის ჩვენი პაციენტებისთვის და ვიმედოვნებ რომ მალე საქართველოში ეს ყველაფერი გვექნება.

– ბატონო ტაიფუნ, რამდენად ხშირად და რა პრობლემით მოგმართავენ ქართველი უშვილო წყვილები?

– პირველ რიგში მივესალმები თითოეულ ჩვენ სმენელს, უშვილობა იგივე უნაყოფობა ბავშვის არ ყოლა სამწუხაროდ დღევანდელობის, ჩვენი პერიოდის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.თურქეთშიც, საქართველოშიც ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში წყვილების 15%-ს აქვს უშვილობის პრობლემა და შესაბამისად სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.სამედიცინო დახმარებით წყვილების გარკვეული ნაწილში ადვილად მიღწევა შედეგი, ნაწილში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის საჭირო. მაგალითად სპერმის არ არსებობის შემთხვევაში,სითხეში სპერმის უჯრედების არ არსებობის შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო რთულ ინ ვიტრო განაყოფიერებასთან, სირთულეების და მიუხედავად ხშირად ვახერხებთ მათი სახეების გაღიმებას.უფრო მეტიც გასულ წლებში სპერმის მოსაპოვებლად ჩატარებულ ოპერაციების დროს სპერმის ვერ მოპოვების შემთხვევაში ასეთ პაციენტებს ვეუბნებოდით რომ სამწუხაროდ მათ შვილი არ ეყოლებოდათ და ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდით, მაგრამ რუსეთში ჩატარებული ცდების, ახალი მეთოდების გამოყენებით სპერმის არ მქონე მამაკაცებს მცირე შანსის მიუხედავად შეგვიძლია მივცეთ შანსი გახდნენ მამები. საბოლოოდ უშვილობა არის გავრცელებული პრობლემა და თანამედროვე მეთოდებით ვცდილობთ ამ პრობლემების გადაჭრას. ყოველთვის წარმატებას ვაღწევთ? რა თქმა უნდა არა. ბიოლოგიაში ყოველთვის წარმატება არ არსებობს. თურქეთში ტექნოლოგიის განვითარება სხვა ქვეყნებთან შედარებით ცოტა ადრე დაიწყო და შესაძლებლობა მოგვეცა განვითარების. აქედან გამომდინარე უშვილო წყვილები სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროპიდან, ამერიკიდან, არაბული ქვეყნებიდან, საქართველოს მსგავსად ჩამოდიან ჩვენთან სამკურნალოდ.

სამეცნიერო მიღწევები ერთ დღეში არ ხდება. ჯერ მარცვლების დათესვა ხდება, 1991 წელს თურქეთში, ჩემი ასისტენტობის პერიოდში პირველად გაკეთდა ინ ვიტრო განაყოფიერება. 90-იანი წლებიდან 2020 წლამდე მოვედით, 30 წელი დაგვჭირდა ამ შედეგების მისაღწევად. საქართველო ახლა განვითარების რა ეტაპზე იმყოფება არ ვიცი მაგრამ ნამდვილად ვიცი ამ გზაზე დამდგარი მეცნიერი თავის თავს განავითარებს,და თუ ქვეყანაც ამ მიმართულებით გამოიყენებს თავის რესურსებს და ქვეეყანაში არსებულ ექიმებს გზას გაუხსნის განვითარების მაღალ დონემდე შეძლებენ მიღწევას.კონფერენციაზე შესაძლებლობა მომეცა გამეცნო ჩემი კოლეგები,გამეზიარებინა მათთვის ჩემი გამოცდილება,მოხარული ვარ მათი გაცნობით და ვაპირებთ სამომავლოდ თანამშრომლობას.ვფიქრობ ძალიან მალე საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება განვითარების მაღალ საფეხურზე იქნება.
3.რა თქმა უნდა სამედიცინო მომსახურების ყველა სფეროში ექიმი მთავარ პერსონას წარმოადგენს. ექიმის განვითარებისთვის ფიზიკური და ფინანსური მხარდაჭერა, კარგი შესაძლებლობების ქონა არის აუცილებელი, მაგრამ ექიმის მხრიდანაც ცოდნის მოძიება არის საჭირო. ექიმი იშრომებს, მიიღებს ცოდნას,მაგრამ თუ მას არ ექნება საჭირო იარაღები და ტექნიკა რა თქმა უნდა შედეგი ვერ მიიღება.მეორე კუთხით რომ შევხედოთ სამედიცინო იარაღები, ტექნიკა ექიმს ვერ შექმნის. თუ ექიმს საკუთარი თავის განვითარება, მის მიერ შესრულებული სამუშაოს განვითარება არ სურს,არ ადევნებს თვალს ინოვაციებს,მაშინ ტექნიკა თავის ადგილზე დარჩება. თურქეთშიც ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ექიმები ყოველდღიურად ვცდილობთ განვითარდეთ,თვალი ვადევნოთ ახალ ინოვაციებს და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. საქართველოშიც არსებობენ ექიმები რომლებიც შეიძლება გარკვეულ საკითხებში ჩვენზე უკეთესებიც კი არიან, ამიტომ ვფირობ რომ მიაღწევენ განვითარების მაღალ დონეს.

უშვილობა არის ფსიქოლოგიურად სტრესული მდგომარეობა,აქედან გამომდინარე ასეთი პაციენტები დაძაბულები არიან, ამის მიზეზი ასევე არის თანამედროვე ტექნოლოგიები- ინტერნეტიდან წაკითხული არასწორი ინფორმაცია. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ნდობის მოპოვება,მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა და ჩვენი სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება. თუ ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ შედეგის მიღებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე პირველი არის პაციენტს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რას უნდა ელოდნენ.რადგან ყველა ქალში ინ ვიტრო განაყოფიერების შესრულება ერთნაირი არ არის.გნსაკუთრებით ყველა ჩვენ მსმენელს მინდა ვუთხრა ჩემი მთავარი სათქმელი, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ქალის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია.ამიტომ აუცილებელია კარიერისა თუ სხვა მიზნების გამო უარი არ ვთქვათ დაორსულებაზე მომავალში ინ ვიტრო განაყოფიერების იმედით. 35 წლის ასაკის შემდეგ ქალის კვერცხუჯრედი იწყებს შემცირებას. 40 წლის შემდეგ დაორსულების შანსი საგრძნობლად მცირდება.ამიტომ თავიდანვე უნდა ვუთხრათ პაციენტს რას უნდა ელოდეს, როგორი არის მისი დაორსულების შანსები. ჩვენ კი ექიმებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ.
5.რა თქმა უნდა ქართველი პაციენტები არ განსხვავდებიან თურქი პაციენტებისგან და არც სხვა ქვეყნის პაციენტებისგან, ისინი ბავშვის ყოლის დიდი სურვილისა თუ ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ითხოვენ გარანტიას, მაგრამ სამწუხაროდ გარანტია არ არსებობს.ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები ეს საქმე სადურგლოს მსგავსი არ არის, მაგალითად ეს მაგიდა ჩემთვის გააკეთეთ და მისი ფეხი არ მომწონს ამ შემთხვევაში დურგალს ვეუბნები რომ ეს არ მომწონს და ჩემი სურვილისამებრ აკეთებს. განაყოფირება ასე არ არის, პირველ რიგში ვცდილობთ მოვიპოვოთ მარცვლები, კერძოდ ვცდილობთ მოვიპოვოთ ქალის ორგანიზმიდან კვერცხუჯრედები ხოლო მამაკაცისგან სპერმა. ქალისგან მიღებული კვერცხუჯრედების ხარისხი განსაზღვრას ჩვენს შემდეგ ჩასატარებელი სამუშაოს წარმატებას.ამიტომ პაციენტს თავშივე უნდა ვუთხრათ რომ სრულ გარანტიას ვერ მივცემთ, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე სტატისტიკურად შეგვიძლია ვუთხრათ რომ 35 წლის ქვემოთ ქალებში ორსულობის შანსი 60%მდე იზრდება, ხოლო 35 წლის ზემოთ 40%-მდე მცირდება. 35-40 წლის ქალებში ხარისხიანი კვერცხუჯრედის მოპოვების შანსი მცირდება, ჩემს პაციენტებთან ამის ასახსნელად ამას ვადარებ მამაკაცების თმის ცვენის პროცესს. მამაკაცებს გარკვეულ ასაკში ეწყებათ თმის ცვენა, ქალის კვერცხუჯრედებიც ამის მსგავსად მცირდება.მაგალითად 20 წლის მამაკაცის თმები 50 წლის მამაკაცისგან განსხვავებით ძლიერად და ჯანმრთელად გამოიყურება. ასევეა ქალის ასაკიც რაც უფრო მეტია მით უფრო გვიჭირს კვერცხუჯრედის მოპოვება.რაც უფრო მეტია ქალის ასაკი 50 წლის მამაკაცის თმების მსგავსად კვერცხუჯრედებიც კარგავენ ხარისხს.თავშიც ვახსენე და გავიმეორებ რომ გარანტია არ არსებობს.

კონფერენციაზე მე ვაჩვენე ჩვენს კოლეგებს ინ ვიტრო განაყოფიერების ეტაპებიდან ერთი ეტაპი, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებიდან ერთ-ერთია „ემბრიო ტრანსფერი“- ლაბორატორიაში მოპოვებული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა. ამ პროცესის დროს თითოეული დეტალის გათვალისწინება წარმატების მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს.თუ მოპოვებული ემბრიონის სწორად გადატანა არ მოხდება ორსულობას ვერ მივიღებთ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ამ პროცედურაზე დამოკიდებულია დაორსულების შანსის 30%. კონფერენციაზე ჩემს კოლეგებს სწორედ ამ დეტალებზე ვესაუბრე,თუ რა უნდა გაითვალისწინონ ემბრიონის გადატანისას,რა დროს შეიძლება დაუშვან შეცდომა და ა.შ.გავუზიარე მათ ჩემი როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული გამოცდილება.მათ საკუთარი ხელით შეძლეს ეს მიღებული ცოდნა მულაჟზე განეხორციელებინათ.

– როგორც აფასებთ ქართული რეპროდუქტოლოგიის განვითარების დონეს?

– მედიქალ პარკი 1990-იან წლებში შეიქმნა და უკვე მესამე ათეული წელია აგრძელებს განვითარებას, რადგან სწრაფად სასურველი შედეგის მიღება უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობ, მთავარი სახელმწიფოს ხელშეწყობაა, რომელიც ექიმებს განვითარებაში დაეხმარება, იმავე მიზანს ემსახურება ჩვენი კონფერენციაც, სადაც უამრავი ქართველი კოლეგა გავიცანი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მათთან ურთიერთობით.

– 21-ე საუკუნეში, როცა დაავადების დიაგნოზირებას, პრევენციას და მკურნალობას ტექნოლოგიების განვითარება უზრუნველყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია მედიკოსთა პროფესიონალიზმი?

– რა თქმა უნდა, ვერანაირი აპარატურა ვერ ჩაანაცვლებს ინტელექტუალურ რესურსს, ამიტომ თანამედროვე აღჭურვილობას ექიმიც კვალიფიციური, კარგად მომზადებული სჭირდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული მკურნალობისთვის უცხოელი პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა?

– ვფიქრობ, მთავარი პაციენტისთვის არა გარემოს შექმნა, არამედ მისი მდგომარეობის ზუსტად განმარტებაა, რადგან ინტერნეტის ეპოქაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რაც ბევრს ცრუ იმედს უსახავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები