LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ხარატი: „იცით, დედაჩემი ყოვლისშემძლეა, ის რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდი…“

39
ნიკოლოზ-ხარატი1

„ფორტუნა პლუსის” გადაცემა „ვიზიტორს“ ესტუმრა მომღერალი ნიკოლოზ ხარატი, რომელმაც სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო, ახლა კი მას მთელი საქართველო იცნობს…

ნიკოლოზ, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები?

მე 3 წლის ასაკში დავიწყე სიმღერა, მიმიყვანეს დავით არჩვაძესთან, რომელიც ამბობდა, სამი წლის ბავშვი ვერ იმღერებსო. შევასრულე მისი სიმღერა „თურმე როგორ მყვარებიხარ“, გაგიჟდა, ხელები ამიწევიაო და და ჩამსვა დიდების ჯგუფში, ყველა თავს მევლებოდა. ახლა ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს.

„რანინაში“ შენი გამოსვლები დაუვიწყარი იყო…

„რანინაზე“ დედაჩემმა დამარეგისტრირა, თუმცა იმედი არ ჰქონდა… მერე ბაკურიანში წავედით, სრიალის დროს დამირეკეს, მობრძანდითო. შემდეგ ათეულში მოვხვდი. ყველა მამხნევებდა, ოჯახი, მასწავლებლები და მეგობრები. იცით, დედაჩემი ყოვლისშემძლეა, ის რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდი. მე ტყუპი დები მყავს, ისინიც ძალიან კარგად მღერიან. ისეთი დიდი ემოციებით მგულშემატკივრობდნენ კონცერტზე. მართალია, ძალიან რთულია ამდენი რეპეტიცია, მაგრამ უკვე შევეჩვიე ასეთ გრაფიკს.

რაც შეეხება ანრი ჯოხაძესთან კონცერტს, ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, სულ მინდოდა, მასთან ერთად სიმღერა.

სკოლაში როგორ სწავლობ?

კარგად ვსწავლობ, ყველაფერს ვასწრებ. ყველამ კარგად იცის, რომ სწავლის გარეშე არაფერი გამოვა, არც სიმღერა, არც ხელოსნობა, არც თამაში. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგვივა. ჩემი მასწავლებლები და დირექტორი ძალიან მეხმარებიან, მაგრამ მე ისეთი ვარ, როგორც ყველა, არანაირი ამპარტავნება არ გამაჩნია, პირიქით, თავმდაბალი ვარ.

ვისთან ისურვებდი სცენაზე დგომას და სიმღერას?

ვისურვებდი სიმღერას ნატო მეტონიძესთან, დათო ევგენიძესთან, ნუკრი კაპანაძესთან, ლიზა ბაგრატიონთან, ნანი ბრეგვაძესთან და ა.შ…

რა გეგმები გაქვს, გარდა სიმღერისა, რა პროფესიაზე ფიქრობ?

სიმღერა არის ჩემი გული, ისე კი, კი ბიზნესმენობა მინდა ვცადო. მე ჩემს თანატოლებს ვურჩევდი შეუყვარდეთ სწავლა, იმიტომ, რომ მერე ინანებენ, მეც ასე ვიყავი, მეც არ მიყვარდა ადრე სწავლა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს აუცილებელია. ცოტას კი ვზარმაცობ ხოლმე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები