LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპეკს“ წევრი ქვეყნები ტოვებენ – რა მოხდება ნავთობის ბაზარზე

8
ოპეკი

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ისევ იკლებს. როგორც „ფორტუნას“ ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, ფასების ვარდნას, ფაქტობრივად, ვერაფერი აჩერებს. მისი ინფორმაციით, „ოპეკი“ საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა, რადგან წიქარიძის თქმით, შიგნით განხეთქილებაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ოპეკი“ უკვე დატოვა ყატარმა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მას ერაყიც მიჰყვება. დაპირისპირების მიზეზი კი რუსეთისა და საუდის არაბეთის გადაწყვეტილებაა, რომლებიც საკუთარი კვოტების შემცირებას არ აპირებენ. ექსპერტების პროგნოზით, ეს იმას გამოიწვევს, რომ „ოპეკი“ ვეღარ დაარეგულირებს ფასებს და ნავთობი კიდევ გაიაფდება. ანალიტიოსები ფიქრობენ, რომ ერთიბარელის ფასი, შესაძლოა, 40 დოლარამდე შემცირდეს.

რაც შეეხება საფინანსო ბაზრებს, ანალიტიკოს დავით წიქარიძის თქმით, დოლართან დაკავშირებით დიდი რყევები არ არის. მისი ინფორმაციით, ევროპარლამენტმა რეკომენაცია გამოსცა, რომ სავალუტო რეზერვები დოლარიდან ევროში გადაიტანონ, რადგან რადგან ევრო მომავალი წლიდან კიდევ უფრო გამყარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები