LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები ჩნდება სტარტაპების დაფინანსების დროს

12
startupbusiness

სტარტაპები და მათი დაფინანსება – ბანკირები ამბობენ, რომ საფინანსო ინსტიტუტი სტარტაპების დაფინანსების წყარო არ უნდა იყოს. ამ თემაზე განცხადებებს და შეფასებებს ეკონომისტები აკეთებენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი  ამბობს, რომ მსოფლიოში ასეთი ტიპის პროექტებს ბანკები არ აფინანსებენ. მისი თქმით,  სტარტაპი მაღალრისკიანიბიზნესია და თუ ის ბანკიდან ფინანსებდა, მაშინ შუამავალი სახელმწიფო უნდა იყოს.

ეკონომისტი განმარტავს, რომ ქვეყანაში არ არის საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც  სტარტაპების დაფინანსების ძირითად ტვირთს იღებენ საკუთარ თავზე. მისი თქმით, ძირითად შემთხვევებში სტარტაპებს კონკრეტული ინვესტორები აფინანსებენ, რომლებსაც თავიანთი გათვლები აქვთ.

მიუხედავად ამისა, როგორც აფბას პრეზიდენტი ამბობს, საქართველოში ბიზნესს არც გამბედაობა და არც კომპეტენცია არ ჰყოფნის სტარტაპის დასაფინანსებლად.

როგორც  პაატა ბაირახტარი  განმარტავს, აღნიშნული პრობლემა სხვა უკვე კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ჰქონდათ და ეს პრობლემა ვენჩურული ფონდების საშუალებით მოგვარდა. ვენჩურული ფონდი სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც საკუთარი ექსპერტები ჰყავს. სწორედ ისინი აფასებენ სტარტაპებს, დეტალურად სწავლობენ სტარტაპ იდეას და თუ იდეა ეკონომიკურად მართლაც, პერსპექტიულია, მხოლოდ ამის შემდეგ აბანდებენ ფულს ბიზნესში.

„ან უნდა დაველოდოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას და სტარტაპებიც დროებით დავივიწყოთ, ან სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და წინ წამოწიოს ეს მიმართულება,“-აცხადებს ბაირახტარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები