LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე – რჩევები მაია გაბუნიასგან

23
maia gabunia

8 მაისს, გადაცემა “ინსაიდერის“ თემაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდებისთვის რეგისტრაცია12 მარტს დაიწყო და 3 აპრილს დასრულდა. რაც შეეხება საგრანტო კონკურსსა და სამაგისტრო გამოცდას, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 4 600-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის სურვილი კი 12 000-მდე აპლიკანტმა გამოთქვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდებოდა. 7 მაისის ჩათვლით აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლოთ, თუმცა დღეიდან ამ ცვლილების შეტანა ეზღუდებათ.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. ეს ყველაფერი კი ნიშნავს  იმას, რომ სამომავლო პროფესიაზე მოსაფიქრებლად დრო აბიტურიენტს გამოცდებზე გასვლისა და ქულების გაგების შემდეგაც აქვს.

 

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შანსი უფრო მეტ ადამიანს მიეცა. მიზეზი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაა. ამგადაწყვეტილების გამო გასულ წლებში სკოლის გამოცდებზე ჩაჭრილებს 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უპრობლემოდ შეეძლოთ.

რაც შეეხება საგამოცდო ქალაქებს 2019 წელს გამოცდები 11 ქალაქში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თბილისში, თელავში, ოზურგეთში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და ხულოში.

გადაცემის სტუმარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნიაა.

– ქალბატონო მაია, მოგესალმებით, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. რა სიახლეებია წელს? რა არის ყველაზე მთავარი, რაც ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს? როგორც ვიცით, შეიცვლა ოთხ საგანში როგორც საგამოცდო დრო, ასევე დავალებების ფორმატიც?

ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა 7 მაისს. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც შეიძლება ვუწოდოთ, არის ის, რომ თუ აბიტურიენტი ჩააბარებს არა ერთ, არამედ ორ და მეტ არჩევით საგანს, რომელიმე არჩევით საგანში არ გასვლის ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერ გადალახვის შემთხვევაში ის მაინც ინარჩუნებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლებას. არის გარკვეული ცვლილება ოთხ საგანში, მნიშვნელოვანი ცვლილება ეს არ არის, თუმცა, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეხვედრებისა და გასული წლების შედეგების გათვალისწინებით.

 

 

რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ფაკულტეტების არჩევის დროს დროს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ამის უფლება მას შემდეგაც აქვთ, რაც გამოცდებზე გავლენ და ქულებს გაიგებენ?

 – ცნობარი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება აპლიკანტმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სად მდებარეობს ეს უმაღლესი სასწავლებელი, სად ახორციელებს უმაღლესი საასწავლებელი ამა თუ იმ პროგრამას. არის მთელი რიგი უმაღლესი სასწავლებლებისა, რომლებიც პროგრამას ახორციელებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რამდენია გადასახადი, ხომ არ აქვს რაიმე სპეციალური პირობა უმაღლეს სასწავლებელს და იქ ხომ არაა გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ხშირად როცა აპლიკანტები ირჩევენ ამ საკითხებზე არ აქცევენ ყურადღებას. როგორც იცით, დადგენილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – უცხო ენაში 20% -ზე მეტი, ზოგად უნარებში 30%-ი და მეტი და სხვა საგნებში 25%-ზე მეტი. თუმცა, უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ცნობარში  ეს ყველაფერი მითითებულია. თუ მე ამ პროგრამას ვირჩევ და ვერ გადავლახე გაზრდილი კომპეტენციის ზღვარი, რა თქმა უნდა, მე ამ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოვხვდები.

– როცა აბიტურიენტები რეგისტრირდებიან, მათ გვერდზე მითითებულია მის გარდა ამ პროგრამაზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს იქნება ერთგვარი გზამკვლევი? რამდენადაა მოქნილი სისტემა და როგორ იყენებენ მას აბიტურიენტები?

– უკვე მეორე წელია დინამიკაში უყურებენ ამა თუ იმ პროგრამაზე როგორი კონკურსია. პირველი ათი არჩევანი არის მითითებული, ასევე ჯამური რაოდენობა.

როდემდეა ეს სისტემა ხელმისაწვდომი აბიტურიენტებისთვის?

– ბოლომდე, სანამ ფაკულტეტების არჩევა არ დასრულდება. ეს არის მარტივი გზა როგორ უნდა გადაანაწილონ საკუთარი პრიორიტებები ქულების გაგების შემდეგ.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. როგორ უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათთვის გამოცდების ჩაბარებას?

– რეგისტრაციის დროს მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პირი გადის რეგისტრაციას და ისინი მონიშნავენ ველია ასეთუი – „მსჯავრდებული“. წინა წელს 16 აპლიკანტი მონაწილეობდა, ჩვენ გყვავდა ასევე მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველი მსჯავრდებულიც. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდით განათლების სამინისტროს, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შემდეგ ხდება უზრუნველყოფა, რომ საგამოცდო ჩცენტრებში ბადრაგმა მოიყვანოს. ამ წლების განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, რომ მათ რამე პრობლემა შეექმნათ.

– ასევე, უნდა გკითხოთ სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებთან დაკავშირებითაც, 17 მაისამდე გახანგრძლივდა  მათთვის სპეციფიკური საგამოცდო გარემოს მოთხოვნის ვადა. როგორ უზრუნველყოფს ცენტრი მათ გამოცდაზე გასვლას და მათი მხრიდან რა არის ამისთვის საჭირო?

– ვადის გახანგრძლივება ეხება მსჯავრდებულებსაც. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, ელექტრონული რეგისტრაციისას უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა. წელს 1500-მდე აპლიკანტს ქონდა მონიშნული სპეციალური საჭიროება. მათთვის ხდება განსაკუთრებული პირობების შექმნა. მაგალითად, ბრაელის ტესტით ვინც წერს, მათ დრო უორმაგდებათ.

 – რა რეკომენდაციები და რჩევები გაქვთ აბიტურიენტებთან?

ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ისინი შეძლებენ საიდენტიფიკაციო ბარათების ამობეჭდვას. მე ვთხოვ, რომ გულდასმით წაიკითხონ, სწორედ იქ მითითებული დრო არის რეგისტრაციის დაწყების დრო და არ დააგვიანონ. 1 ივლისს დაიწყება სავარაუდოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით.

2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება  7 მაისს  დაიწყო და 6 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შეუძლიათ მიმართონ რესურცენტრებს რეგიონებში, თბილისში კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები