LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის რეგიონებში სათამაშო ბიზნესის განვითარების პრობლემა

5
casino

„ბიას“ ბიზნესკატალოგმა „ბიზნესკურიერს“ ამჯერად გართობის დარგის სტატისტიკა მიაწოდა. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, „ბია“-ს ბაზაში სულ 27,368 აქტიური კომპანია ფიქსირდება, საიდანაც მხოლოდ 201 (0.73%) ფუნქციონირებს გართობის დარგში. ბია-ს  ბაზაში არსებული მონაცემებით, გართობის დარგში  ყველაზე აქტიური საქმიანობის სფეროებია:  გასართობ-კულტურული ცენტრები,  ტოტალიზატორები, სათამაშო ცენტრები და სამორინეები, ასევე ღამის კლუბები და ბოულინგ ცენტრები.

როგორც „ფორტუნას“ „ბიას“ წარმოადგენელმა ანა ამაშუკელმა განუცხადა, პრობლემად რჩება ქვეყანაში  რეგიონალური ცენტრების ნაკლებად ათვისების საკითხი. მისივე თქმით,  გართობის დარგის მიმართულებით ყველაზე მცირე რაოდენობის კომპანიები ფიქსირდება შემდეგ რეგიონებში: გურია, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთში,  ხოლო აქტიურია  თბილისი, აჭარა და იმერეთი.

„ის, რომ გართობის დარგის მიმართულებით მეტი სამუშაოა, ამას ბია-ს ბაზაში არსებული კომპანიების ბრუნვის, ექსპორტ-იმპორტის და დასაქმებულთა მაჩვენებლებიც მოწმობს. ამ დარგში არსებული კომპანიების მხოლოდ 15.4% წარმოადგენს მსხვილი ზომის კომპანიას, 24.3%- საშუალო ზომის, ხოლო 60.3% – მცირე ზომისაა. ამ კომპანიების მხოლოდ 11.9% ახორციელებს იმპორტს, ხოლო ექსპორტს კი მხოლოდ – ერთი“, – აცხადებს ამაშუკელი.

„ბიას“ მონაცემებით, კომპანიების  71%-ს 30-მდე თანამშრომელი ჰყავს, ხოლო 16.9%-ს – 100-ზე მეტი. როგორც კომპანიაში ამბობენ, გართობის დარგი სერვისის/მომსახურების სფეროს მიეკუთვნება და რადგან მომსახურების სფეროს განვითარება  ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია, შედეგად, გართობის ინდუსტრიის წინსვლაც ქვეყნისთვის დადებითი ფაქტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები