LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ვაკანსიებზე გაიზარდა მოთხოვნა დასაქმების ბაზარზე

4
Business Presentation

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, 2019 წლის დასაწყისი ბიზნესის მხრიდან ძალიან აქტური იყო. „ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსაუთრებული მოთხოვნით რამდენიმე მიმართულება გამოირჩევა. კომპანიის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესკურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადი გაყიდვების სფეროა, სადაც ბოლო პერიოდში ვაკანსიები გაყიდვების სხვადასხვაენოვან წარმომადგენელზეა. ასევე აქტუალურია კონსულტანტის, დისტრიბუტორისა და ბუღალტრის პოზიციებია.

დასაქმების სააგენტოს ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, გაყიდვები ყოველთვის მოთხოვნადია. რაც შეეხება უცხოენოვან წარმომადგენლებს, „ეიჩ არ ჯიში“განმარტავენ, რომ ეს ერთ რამეზე მიანიშნებს: საქართველოში ბევრი ახალი კომპანია გაიხსნა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდიან. შესაბამისად, ეს მიმართულებები აქტუალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები