LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო რეგულაციები ქვეყნის ეკონომიურ ზრდას შეამცირებს

5
credit

„ბიზნესკურიერი“ საბანკო რეგულაციების უარყოფით გავლენაზე უკვე წერდა, თუმცა წინა გადაცემებში ტექნიკისა და ავეჯის კომპანიების გაყიდვების შემცირებაზე ვაკეთებდით აქცენტს. ამჯერად, „ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ეროვნული ბანკი ამჟამინდელ პოზიციის შეინარჩუნებს და რეგულაციების უარყოფით გავლენაზე რეაგირება არ ექნება, ქვეყანაში დაბალი ეკონომიკური ზრდა გველის.

ეკონომისტი დავით კიკვიძე განმარტავს, რომ  საბანკო რეგულაციებმა მოხმარებლებისა და განვადებაზე დამოკიდებული კომპანიების გარდა, გავლენა ბანკებზეც მოახდინა.

მისივე თქმით, მათი ძირითადი შემოსავალი რითეილ მიმართულებაა, რაც სწორედ ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ,  35%-ით შემცირდა. ეს კი, კიკვიძის თქმით, ბანკების შემოსავლებზეც აისახა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეკონომისტი დაბალ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანაში ზოგადად ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ბიზნესის გაფართოებისთვის მეწარმეები კრედიტებს ვეღარ იღებენ, არ იქმნება ახალი პროდუქტები და ხალხი ვერ საქმდება.

„საზოგადოება და ბანკებში” კი ამბობენ, რომ  კომერციულ სექტორს ახალ რეალობაში უწევს საქმიანობის გაგრძელება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელი ბანკებისთვის უფრო რთული იქნება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიც ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას ძალიან აფერხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები