LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შხაპი ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალია – გადაცემა ,,ადრენალინი”

10
Cropped shot of a handsome young man having a refreshing shower at home
954670786

პირადი ჰიგიენის დაცვა და უზრუნველყოფა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესების შესრულება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში, შხაპი არის, ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც ჩვენს სისუფთავეს განაპირობებს.

თუ დილას ადგომა და გამოფხიზლება გიჭირთ, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი. ამის შემდეგ არც თავბრუსხვევას და უსაფუძვლო დაღლილობას იგრძნობთ და თქვენი სხეულიც სულ რაღაც 15 წუთში მზად იქნება ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.

მეცნიერების აზრით დილის შხაპი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. იმატებს კრეატიულობა და ახალი იდეები.

შხაპი საუკეთესო საშუალებაა სიმშვიდის მისაღწევად, თითქმის იგივე ეფექტი აქვს, რაც მედიტაციას. შესაბამისად, გარდა კრეატიულობის მატებისა და გამოფხიზლებისა, დილის შხაპი სულიერ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ და თქვენი დღე წარმატებული და ნათელი იქნება.

თუ უძილობა გტანჯავთ, გირჩევთ შხაპი მიიღოთ. შხაპი საუკეთესო დამამშვიდებელია, თქვენი სხეული და გონება მოეშვება, დაისვენებს და ჩაძინებაც გაგიადვილდებათ.

თუ კანის პრობლემა გაქვთ, იქნება ეს სიმშრალე თუ სხვა, დაძინებამდე რამდენიმე წუთით აბაზანაში შესვლა და წყლის გადავლება თქვენს კანს უფრო ნოტიოსა და ჯანსაღს გახდის. კანის გამოჯანმრთელებაში ასევე დაგეხმარებათ აბაზანის შემდეგ წასასმელი ტანის ლოსიონები და კრემები.

თუ გსურთ დაამარცხოთ ალერგია, რომელიც უკვე დიდი ხანია გაწუხებთ, ამისათვის აუცილებელია ტანიდან და თმიდან თბილი წყლის დახმარებით ალერგენები მოიცილოთ, რაც თქვენს ძილს მშვიდსა და სასიამოვნოს გახდის.

ზამთარში ან ცივ ამინდში, დილით შხაპის მისაღებად ნამდვილად დიდი სიმამაცე გმართებთ, სამაგიეროდ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა ღამით, რადგან ამ დროს თქვენი ორგანიზმი თბება და ცივი ლოგინის გათბობა თქვენი ორგანიზმის ტემპერატურის ხარჯზეც ბევრად მარტივია.

როდესაც აკნე გაწუხებთ, ძილის წინ შხაპის მიღება ნამდვილად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ყოველ შემთხვევაში ის ძალიან ამცირებს ამ დაავადების გაჩენის რისკს, რადგან წყალი გაშორებთ ოფლს, ჭუჭყსა და მიკრობებს, რაც აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები