LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თამბაქოს მოხმარება იმუნიტეტს წევს დაბლა, ამ დროს ჩვენ ვერ შევებრძოლებით ვირუსს სათანადოდ” – თამაზ მაღლაკელიძე

25
unnamed (1)

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის ,,პულსი” სტუმარია პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე.

,,დღესდღეობით მთელი სამყარო ჯანმრთელობაზე საუბრობს, ბუნებრივია გამონაკლისი არ იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, არც იმაში ვიქნებით გამონაკლისები, რომ ჩვენ კვლავაც COVID 19-ის ახალი კორონა ვირუსული ინფექციის შესახებ ვისაუბრებთ, ჩვენს სტუმართან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ თამაზ მაღლაკელიძესთან ერთად” – განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

წარმოადგენენ თუ არა განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები?

პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელს, რა თქმა უნდა ფილტვები ეს არის სამიზნე ორგანო  ვირუსებისათის, განსაკუთრებით ეს ვირუსები აზიანებს სასუნთქი გზების ეპითელიუმს, იწვევენ დაზიანებას და აქედან გამომდინარე ხდება ანთებადი უჯრედების გამოყოფა, რომელიც იწვევს ობსტრუქციას, ანუ ბრონხის შევიწროვებას. თუ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და დაზიანდა კაპილარული მემბრანა,  ეს გამოიწვევს  ჟანგბადის ნაკლებობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე არსებულ დაავადებას. თუმცა ნუ შევშინდებით, რადგან ეს ყველაფერი დაახლოებით ხდება 15% პაციენტებში, 80-85% ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქად.  მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რომელსაც ქრონიკული რესპირატურული დაავადება აქვს გართულებულად, ვთქვათ ბრონქიალური ასთმა, მათ უნდა გააგრძელონ ის მკურნალობა, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს, გამწვავების დროს შეიძლება დასჭირდეთ ტაბლეტების მოხმარება, თუმცა ვურჩევ რომ ეს კოსტიკოსტეროიდები დიდი დოზებით არ მიიღონ, მათი მიღება ვირუსული გართულებების დროს არ არის მიზანშეწონილი, შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა სასუნთქი აეროზოლებისა. ფილტვების ქრონიკული ოფსტრუქციული დაავადებების დროს ყველა ვარიანტში თუ გაქვთ ნახველი, უნდა გააძლიეროთ  ნახველის ევაკუაცია, მისი გათხელებით ან ამოსახველებლით.

თამბაქოს მოხმარება და შესაბამისად რისკები თამბაქოს მომხმარებლებისთვის. ყველა საუბრობს იმაზე, რომ რეალურად თამბაქოს მოხმარება მხოლოდ ზრდის დაინფიცირების შანსსაც და მიმდინარეობის სიმძიმესაც განაპირობებს, რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

პირველ რიგში თამბაქოს მოხმარება იმუნიტეტს წევს დაბლა, ამ დროს ჩვენ ვერ შევებრძოლებით ვირუსს სათანადოდ. პათოლოგიები, განსაკუთრებით ფილტვის ქრონიკული ოფსტრუქციული დაავადება, მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზი გახლავთ თამბაქოს მოხმარება. 2019 წელს იყო პნევმონიები საკმაოდ გავრცელებული, რომელიც გამოწვეული იყო ელექტრონული სიგარეტით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ ელექტრონული სიგარეტი კატეგორიულად მიუღებელია. ვურჩევ ყველა ადამიანს, რომ მხარში დაუდგნენ და მაქსიმალურად დაეხმარნონ  ისეთ პაციენტებს, რომლებსაც სურთ თავი დაანებონ სიგარეტის მოხმარებას. თავის დანებების ყველა გზა არსებობს, ასევე არის ამის საწინააღმდეგო პრეპარატებიც. უნდა მივსდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და უნდა აღვიქვათ COVID 19 დამატებით მიზეზად, რომ უარი ვთქვათ თამბაქოზე.

არის თუ არა გარკვეული სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდია წილი  COVID-ით გამოწვეული პნევმონიების შედეგად ლეტალობის განვითარებისა, რამდენად დიდია ეს პროცენტული მაჩვენებელი?

გეტყვით, რომ პანიკა 50%-ია დაავადებისა, სიმშვიდე ჯანმრთელობის 50%, ამიტომ პანიკაში ნუ ჩავვარდებით და 50 %-ს  ჩვენ უკვე დავძლევთ. ჩვეულებრივი პნევმონია, რომელიც გამოწვეულია არა COVID 19-ით, არამედ ჩვეულებრივი ვირუსული გრიპით მაქსიმუმი არის 10%, ეს არ არის საშიში, ჩვენ შევიძენთ ან შევიქმნით იმუნიტეტს შინაგანად ამ დაავადების მიმართ, ჩვეულებრივ ყველა გავცივებულვართ და ამ გაციების 30% კი  გახლავთ კორონა ვირუსი, თუმცა ეს არ არის ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. ჩვენ მსმენელს მოვუწოდებ, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ, მისდიონ ზოგად რეკომენდაციებს და განეწყონ ოპტიმისტურად.

ფოტო: ჩაფიძის გულის ცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები