LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla S3XY – საავტომობილო ბაზრის ნამდვილი ჰიტი

20
tesla-model-y-to-complete-elon-musks-s3xy-lineup-in-2019-124947-1

Tesla Motors-ი საავტომობილო ბაზრის ნამდვილი ჰიტია. დღე არ გავა, მასზე ან მის დამაარსებელ ელონ მასკზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ეს არცაა გასაკვირი, მან და მისმა საავტომობილო კომპანიამ ხომ დასაბამი მისცეს ავტოინდუსტრიის ახალ, ელექტრომობილების ტრენდს და მის ავანგარდშიც არიან.

გთავაზობთ საინტერესო  მომენტს TESLA MOTORS-ის შესახებ:

1)მაგალითად, მასკს სურს, რომ Tesla-ს პირველი ოთხი მოდელის სახელების პირველი ასოები ქმნიდნენ სიტყვას – SEXY. კალიფორნიული კომპანია უკვე აწარმოებს Model S-ს და Model X-ს. მალე Model 3-ს გამოუშვებს. დარჩება Model Y და სასურველი აბრევიატურაც შეიკვრება. მერე რა, რომ E-ს ნაცვლად, იქ 3 ეწერება. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელ Model E-ს სავაჭრო ნიშანი უფრო ადრე Ford-მა დაიბევა. მასკი გაწბილებული დარჩა, მაგრამ არ დაიბნა და აბრევიატურაში შებრუნებული E ჩასვა. სიმბოლურია – მას ხომ ხშირად დინების საპირისპიროდ უწევს სვლა, თუმცა, მიზანს ხშირად აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები