LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის სურვილები, შევუქმნათ მათ კომფორტული გარემო” – კლინიკა „თიმი“

16
1

3 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კლინიკა „თიმის“ რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკის პარტნიორი გიორგი კაჭახიძე და თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო მაისურაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახლადგახსნილ მულტიპროფილურ კლინიკასა და მის სამომავლო გეგემბზე ისაუბრეს.

– გიორგი, მულტფროფილურმა კლინიკამ „თიმი“ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო პირველი პაციენტი. რამდენად რთული აღმოჩნდა პროფესიონალთა გუნდის შეკვრა და ახალი კლინიკის გახსნა?

– მართალია, კლინიკის შექმნის იდეა 10-15 წლის წინ გაგვიჩნდა, მაგრამ მხოლოდ ხანგრძლივი მუშაობის, ყველა ნიუანსი გავითვალისწინების და პროფესიონალთა გუნდის შეკვრის შემდეგ შევძელით ამბულატორიული განყოფილების გახსნა, რომელმაც მარტის თვეში მიიღო პირველი პაციენტი, ივნისის ბოლოს კი, სრულად ამოქმედდება. 55 საწოლზე გათვლილ კლინიკაში მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იმუშავებენ, რომელთაც უზარმაზარი გამოცდილება შეიძინეს წლების მანძილზე. კარგად ვიცი, რამდენ პრობლემას აწყდება პაციენტი, როცა რამდენიმე ექიმთან გადის კონსულტაციას და ყველასგან განსხვავებულ პასუხს ღებულობს. სწორედ ამიტომ გადავწყვითეთ ახალი კლინიკის გახსნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს და პაციენტის მოთხოვნებს. კლინიკის რამდენიმე განყოფილებამ უკვე გაიარა ევროპული აკრედიტაცია, რაც ინფრასტრუქტურის გამართვასთან ერთად ექიმთა ევროპული ასოციაციების მიერ ტესტირებასაც ითვალისწინებს.

– საკმაოდ ორიგინალური სახელი შეიძინა კლინიკამ. საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ ამგვარი სახელწოდება?

– კლინიკის სახელს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ერთის მხრივ, აბრევიატურაა „თი აი ემ“, რაც Tbilisi Institute of Medicines გულისხმობს, მეორეს მხრივ კი, ინგლისური სიტყვაა team, რაც ჯგუფს, გუნდს ნიშნავს.

– ბოლო წლებში მომრავლებული კლინიკების და სერიოზული კონკურენციის პირობებში, რას თვლით საკუთარ უპირატესობად?

– ვფიქრობ, მთავარი მაინც ადამიანური რესურსია, რადგან ძირითად პასუხისმგებლობას სწორედ პერსონალი – ექიმები და ექთნები იღებენ საკუთარ თავზე, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობენ და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებიან.

– ნინო, რა მთავარი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ლაბორატორიამ მაქსიმალურად ზუსტი კვლევის უზრუნველსაყოფად?

– ახალ კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ლაბორატორიის მოწყობაზე გაკეთდა, რომელიც თანამედროვე, უმაღლესი დონის ტექნიკით ღიჭურვა. რა თქმა უნდა, მხოლოდ აპარატურა ვერსადროს უზრუნველყოფს კვლევების სიზუსტეს, რადგან აუცილებელია გარკვეული პირობების, მწარმოებლის მითითებების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება – აპარატურის გეგმიური მომსახურებით დაწყებული, გაზომვის ხარისხის კონტროლით დასრულებული. არსებობს სპეციალური საკონტროლო ხსნარები, რომელთათვის წინასწარაა დადგენილი ნორმები. თუ ლაბორატორია სისტემატიურად ახორციელებს ხარისხის კონტროლს, შედეგები კი, სრიულად შეესაბამება დადგენილ ნორმებს, სწორედ მათი აღნუსხვა ითვლება ლაბორატორიის გართული მუშაობის დოკუმენტურ დადასტურებად. აღსანიშნავია, რომ მონაცემები საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია მათი მოთხოვნა და გაცნობა.

– გიორგი, უცხოელი პაციენტები თუ სარგებლობენ თქვენი კლინიკის მომსახურებით?

– საკმაოდ ხშირად ვმასპინძლობთ პაციენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, ვისთანაც ძველი ნაცნობობა გვაკავშირებს.

– რატომ გადაწყვიტეთ ექიმის პროფესიის არჩევა?

– სიმართლე ვთქვა, ისე დიდი ხნის წინ იყო, ახლა აღარც მახსოვს. მშობლები არიან მედიკოსები და ალბათ, სწორედ მათი გავლენით გადავწყვიტე 16 წლის ასაკში ექიმობა.

– ნინო, თქვენ როდის გაგიტაცათ მედიცინამ?

– ბავშვობიდან ვნატრობდი პედიატრობას და თოჯინებსაც ყოველთვის მონდომებით „ვმკურნალობდი“, თუმცა, პედიატრიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, რატომღაც ლაბორატორიაში გადავწყვიტე საქმიანობის გაგრძელება.

– რეგიონებში ხომ არ გეგმავთ გაფართოვებას?

– ფილიალების გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ, თუმცა სიამოვნებით მოვემსახურებით პაციენტებს რეგიონებიდან.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ექიმის კეთილგანწყობა და კომფორტული გარემო კლინიკაში, სადაც მკურნალობას გეგმავს?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის სურვილები, შევუქმნათ კომფორტული გარემო და მაქსიმალურად მოვერგოთ მის მოთხოვნებს. ვფიქრობ, მთავარი პაციენტთან გულწრფელობა და მისი ნდობის მოპოვებაა, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება.

– გიორგი, მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, რამდენად ახერხებს საქართველო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობას?

– საქართველოს ნამდვილად აქვს რეგიონალური ლიდერის სტატუსის მოპოვების რესურსი, რადგან ყველა ევროპული და ამერიკული აღმოჩენა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ სწრაფად  ინერგება, რაც პირველ რიგში ქართველი მედიკოსების დამსახურებაა.

– ნინო, რამდენად ახასიათებთ ექიმებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება?

–  ვფიქრობ, სწორედ სწრაფი, დროიული და სწორი გადაწყვეტილება განსაზღვარვს მედიცინაში სასიკეთო შედეგს.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც უკმაყოფილო პაციენტს ამშვიდებთ?

– (ნინო მაისურაძე) საბედნიეროდ, ნაკლებად მახსენდება უკმაყოფილო პაციენტები.

– (გიორგი კაჭახიძე) უკმაყოფილო პაციენტი მყოლია, თუმცა ნამდვილად არ მახსოვს რა ვუთხარი.

– რას თვლით განტვირთვის საუკეთესო საშუალებად?

– (ნინო მაისურაძე) დასვენების საუკეთესო საშუალებად მუსიკა მიმაჩნია და თვითონაც ხშირად ვმღერი.

– (გიორგი კაჭახიძე) მე კი, სპორტით ვარ გატაცებული.

– რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– (გიორგი კაჭახიძე) მთავარი მეტი ფიზიკური დატვირთვა და ნაკლები მავნე ჩვევები – თამბაქო და ალკოჰოლია.

– (ნინო მაისურაძე) მე ნაკლებად მიტაცებს სპორტი, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესს სრულად ვიზიარებ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– (გიორგი კაჭახიძე) რა თქმა უნდა, მთავარია ნიჭი, დაუღალავი შრომა და საქმის სიყვარულია.

– (ნინო მაისურაძე) ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მთავარია კომფორტულად გრძნობდე თავს არჩეული საქმიანობის სფეროში, რადგან სწორედ მაშინ უჩნდება ადამიანს განვითარების და წინსვლის მოტივაცია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები