„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდის გაუარესება 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი.