ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ლატარია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას არ აღიარეbს და პროტესტის ნიშნად 20-მდე ნივთი მათ შორის, ლურსმნები გადაყლაპა.
ერთი მშობელი როცა აღარ არის სახეზე, ბუნებრივია, ბავშვი მეორე მშობელთან რჩება,
ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
„კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბიძინა ხასიას მონაყოლის შემდეგ პოლიციისთვის არ დამირეკავს, რადგან ბიძინა ჩემი მეგობარია, რის გამოც იგი შემეცოდა და ვერ დავურეკე, სხვა რაიმე საქმის შესახებ არ ვიცი,“ - ნათქვამია ჩვენებაში.
საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება დაწყებულია.
"საგამოძიებო ორგანოს მოვუწოდებ, რომ ამ ჩვენებით დაინტერესდნენ და სამართლებრივი შეფასება მოხდეს", - ამბობს პაატა შავაძე.