"კოვიდინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა" - წერია NCDC-ს მიმართვაში.

"16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი თანდათან იკლებს, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, თითოეულ დასახლებულ პუნქტში უნდა მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე" - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.